ავდანმა ფიდიდი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:ტრადიციები]] | [[კატეგორია:ტრადიციები]] | ||
| + | [[კატეგორია:რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:ოსური ტრადიციები]] | [[კატეგორია:ოსური ტრადიციები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:დაწინდვის რიტუალები]] |
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
14:33, 9 აგვისტო 2017-ის ვერსია
ავდანმა ფიდიდ-ი (ოს. Авдæнмæ фидыд) – ჩვილ ბავშვთა აკვანში დაწინდვის ჩვეულება.
ქორწინების გარიგებითი ფორმისგან განსხვავებით, მცირეწლოვანთა დაწინდვაში შუამავლები არ მონაწილეობდნენ. აღნიშნული ჩვეულების მიზანი იყო მეგობარ ოჯახთა შორის ურთიერთობათა გამყარება დანათესავების გზით. ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში მხარეები სიტყვიერად თანხმდებოდნენ და აკვნის სახელურზე სპეციალურ ნაჭდევს აკეთებდნენ. ზოგან ვაჟის მამა მომავალი სარძლოს სასთუმალთან ტყვია-წამლით სავსე ქისას ტოვებდა. აკვანში დანიშვნის დროს საქორწინო გამოსასყიდი, ურვადი, სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. რომელიმე მხარის მიერ პირობის დარღვევა ოჯახის ღირსების შელახვის ტოლფასი იყო და ზოგჯერ შურისძიებით მთავრდებოდა.
ლიტერატურა
- Харебов Б. К. Семья и брак в Южной осетии. Цхинвали. 1986; Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994;
- Хадикова А. Х. Свадебный обряд // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
- Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017