გობი ტიტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:მომღერლები]]
 
[[კატეგორია:მომღერლები]]
 
[[კატეგორია:იტალიელი მომღერლები]]
 
[[კატეგორია:იტალიელი მომღერლები]]
 +
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები‏‎]]

10:51, 10 აგვისტო 2017-ის ვერსია

ტიტო გობი

გობი ტიტო - იტალ. Tito Gobbi, (24. X. 1913, ბასანოდელ გრაპა, – 5. III. 1984, რომი), იტალიელი მომღერალი (ბარიტონი), ოპერის სცენაზე პირველად 1938 გამოვიდა რომში. 1942-იდან თეატრ „ლა სკალას“ (მილანი) სოლისტი იყო. 1947-იდან მღეროდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

გობი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი მომღერალი იყო. მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი ვოკალური ოსტატობით და მუსიკალობით გობი განსაკუთრებული წარმატებით ასრულებდა ვერდის ოპერების გმირებს – რიგოლეტოს („რიგოლეტო“), ჟერმონის („ტრავიატა“), ამონასროს („აიდა“), იაგოს („ოტელო“), ფალსტაფის („ფალსტაფი“), რენატოს („ბალ-მასკარადი“), სკარპიას (პუჩინის „ტოსკა“) და სხვა პარტიებს. მონაწილეობდა მრავალ მუსიკალურ ფილმში.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები