იაფეტი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Iafeti.jpg|thumb|250პქ|სემი, იაფეტი და ნოე. მოზაიკა, ვენეცია, წმ. მარკოზის ტაძარი, XI ს.; ]] | [[ფაილი:Iafeti.jpg|thumb|250პქ|სემი, იაფეტი და ნოე. მოზაიკა, ვენეცია, წმ. მარკოზის ტაძარი, XI ს.; ]] | ||
| − | '''იაფეტი''' - ძველი აღთქმის პერსონაჟი. [[ნოე|ნოეს]] ერთ-ერთი ვაჟი. | + | '''იაფეტი''' - [[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] პერსონაჟი. [[ნოე|ნოეს]] ერთ-ერთი ვაჟი. |
ნოეს ძე - „[[ქამი]] იყო ქანაანის მამამთავარი“, - წერია დაბადებაში. [[სემი|სემმა]] - ებრაულ და სხვა სემიტურ ტომებს დაუდო საფუძველი. იაფეტმა კი - ევროპასა და აზიაში გავრცელებულ მრავალ ხალხს. | ნოეს ძე - „[[ქამი]] იყო ქანაანის მამამთავარი“, - წერია დაბადებაში. [[სემი|სემმა]] - ებრაულ და სხვა სემიტურ ტომებს დაუდო საფუძველი. იაფეტმა კი - ევროპასა და აზიაში გავრცელებულ მრავალ ხალხს. | ||
16:10, 15 სექტემბერი 2017-ის ვერსია
იაფეტი - ძველი აღთქმის პერსონაჟი. ნოეს ერთ-ერთი ვაჟი.
ნოეს ძე - „ქამი იყო ქანაანის მამამთავარი“, - წერია დაბადებაში. სემმა - ებრაულ და სხვა სემიტურ ტომებს დაუდო საფუძველი. იაფეტმა კი - ევროპასა და აზიაში გავრცელებულ მრავალ ხალხს.
თვითონ სიტყვა „იაფეტი“ ნიშნავს „გავრცელებას“. სხვადასხვა ხალხის მამამთავართა შორის ბიბლიის ძველი, განსაკუთრებით კი ქრისტიანი კომენტატორები ქართველთა მამამთავარსაც ასახელებენ - ზოგიერთი ცნობით, ის ყოფილა იაფეტის ძე თუბალი. საერთოდ იაფეტის შთამომავლები, ნოეს დალოცვის შესაბამისად, რაოდენობითაც და ღირსებითაც უპირატესნი იყვნენ სხვა მამამთავართა შთამომავლებზე. ნოემ იაფეტი ასე დალოცა - განუფართოს ღმერთმა იაფეტს, სემის კარვებში დაემკვიდროს, დაემორჩილოს მას ქანაანი (დაბ. 9. 27).
იაფეტის შთამომავლობა
იაფეტის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი. ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში“ (დაბ. 10. 2-5).
წყარო
- ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პაპუაშვილი, ნუგზარ. მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი,2002