ანგელოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Yinwvisis angelozi.jpg|thumb|300პქ|ყინწვისის მონასტერის ფრესკა.]]
 
[[ფაილი:Yinwvisis angelozi.jpg|thumb|300პქ|ყინწვისის მონასტერის ფრესკა.]]
'''ანგელოზი''' - ''(ბერძ.)'' მაცნე, მახარებელი [[ბიბლია|ბიბლიური]] სწავლებით, ანგელოზები ღვთის მიერ შექმნილი უსხეულო ზებუნებრივი არსებებია.  
+
'''ანგელოზი''' - („ანგელოსი“) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მაცნეს“, „მაუწყებელს“.  ღვთის მიერ შექმნილი უსხეულო ზებუნებრივი არსებები. ანგელოზები ეცხადებიან ადამიანებს და ამცნობენ ღვთის ნებას, ხელს უმართავენ და წინამძღვრობენ კეთილ საქმეში. მათ აუწყეს ქვეყანას მაცხოვრის შობა, მისი [[აღდგომა]], მეორედ მოსვლის გარდაუვალობა და ა.შ.  
  
ამ სულთაგან ზოგიერთები, სატანისაგან ცდუნებულნი, ღმერთს აუმხედრდნენ და იქცნენ წყვდიადის ანგელოზებად - ეშმაკებად. ღმერთის ერთგულმა ანგელოზებმა კი მისგან მიიღეს განღმრთობა. მათი მეშვეობით ღმერთი ამცნობს ადამიანებს თავის ნებას.  
+
ანგელოზთა რიცხვი უთვალავია და იყოფა დასებად. ამაზე პირველად [[პავლე მოციქული|პავლე მოციქულმა]] მიგვანიშნა, როდესაც თქვა: „''... მასში შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი. ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა''“ (კოლას. 1:16). ეს ცოდნა უფრო დააზუსტა და გააცხადა აღნიშნული მოციქულის მოწაფემ დიონისე არეოპაგელმა, რომელიც თეოლოგიის მამად იწოდება. მის ტრაქტატში „ციური იერარქიის შესახებ“ (ახალ ქართულ ენაზე თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ედიშერ ჭელიძემ: „საღვთისმეტყველო კრებული“, 1987, №3) წარმოჩენილია ანგელოზთა რაობა. ისინი ცხრა გუნდად, ცხრა წყებად ანუ დასად განიყოფიან. მათ ერთმანეთთან იერარქიული დამოკიდებულება აქვთ, რასაც განაპირობებს ღმერთთან მეტნაკლები სიახლოვის ფაქტორი. ესენია (ზემოდან ქვემოთ):
  
ღვთისმეტყველი [[დიონისე]] [[არეოპაგი|არეოპაგელი]] თავის ტრაქტატში „ციური იერარქიის შესახებ“ - აღწერს ანგელოზთა სამ იერარქიას, რომელთაგან თითოეული იყოფა სამ ხარისხად. პირველი უმაღლესი იერარქია შესდგება სერაბიმთა, ქერუბიმთა და საყდართაგან, მეორე - უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათაგან, მესამე - საწყისთა, მთავარანგელოზთა და ანგელოზთაგან.
+
1. სერაფიმები,  
 +
2. ქერუბიმები,  
 +
3. საყდარნი,  
 +
4. ხელმწიფებანი,  
 +
5. უფლებანი,  
 +
6. ძალნი,  
 +
7. მთავრობანი,
 +
8. მთავარანგელოზნი და  
 +
9. ანგელოზნი.  
  
ორთოდოქსული ქრისტიანული ტრადიცია სახელით მოიხსენიებს ცხრა მთავარანგელოზს:
+
იერარქია არის შემეცნების ზეაღმავალი გზა. თითოეული უქვემოესი დასი ღვთიურ ნათელს მხოლოდ უზემოესის მეშვეობით ეზიარება. ყველაზე ქვემო არსებები ანუ საკუთრივ „ანგელოზები“ „მთავარანგელოზთა“ საშუალებით იღებენ საღვთო ხელდასხმას, რომელსაც, თავის მხრივ, ხილულ ქვეყანას გადასცემენ, პირველ რიგში - საეკლესიო იერარქიას.
* მიქაელი,  
+
 
* გაბრიელი,  
+
ზოგადი სურათი ასეთია: ღმერთი თავის ნებას და სათქმელს პირველად სერაფიმებს აუწყებს, სერაფიმები - ქერუბიმებს, ქერუბიმები - საყდართ, საყდარნი - ხელმწიფებათ, ხელმწიფებანი - უფლებათ, უფლებანი - ძალთ, ძალნი - მთავრობათ, მთავრობანი მთავარანგელოზთ, მთავარანგელოზნი - ანგელოზთ. უკანასკნელნი კი - ადამიანებს. ასე შეიქმნა [[ბიბლია]]. ამ აზრითაა საღვთო წერილის ჭეშმარიტი ავტორი ღმერთი - [[სამება]], რომლის ერთ-ერთი წევრი - წმიდა სული სწორედ ანგელოზთა იერარქიული კიბის მეშვეობით უკავშირდება წინასწარმეტყველებს და მოციქულებს.
* რაფაელი,  
+
 
* ურიელი,  
+
ღმერთმა მხოლოდ კეთილი ანგელოზები შექმნა, მათგან ზოგიერთმა ბოროტად გამოიყენა თავისუფლება, დაადგა ღვთის საწინააღმდეგო გზას, რასაც შედეგად დაცემა მოჰყვა. უხილავი ცის კაბადონზე [[დემონები]] ანუ ბოროტი ანგელოზები (შმაკები) გამოჩნდნენ. რადგან ისინი ღმერთს საკუთარი სურვილით გადაუდგნენ, შეიძლება ითქვას, რომ მათ თვით დაიწყევლეს თავი ანუ განეშორნენ მადლს, რითაც ადრე აღვსილნი იყვნენ. ანგელოზთა ამ დასს ეწოდა [[ეშმაკი]] ანუ სატანა, [[ლუციფერი (სატანა)|ლიუციფერი]], რომელიც გახდა ბოროტების წყარო და ნიადაგი.
* სელაფიელი,
+
* ეგუდიელი,  
+
* ვარაქიელი,  
+
* იერომიელი,  
+
* ტახნილი.
+
  
ღმერთი ყოველ ადამიანს დაბადებისთანავე მიუჩენს მფარველ ანგელოზს, შემწედ კეთილ საქმეებში.
 
  
აღმოსავლეთ [[საქართველო]]ს მთიანეთში ანგელოზი საყმოთა მფარველ [[ღვთისშვილი|ღვთისშვილთა]] თუ [[ჯვარი|ჯვართა]] ერთ-ერთი სახელწოდებაა.
 
  
  
ხაზი 25: ხაზი 26:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
* ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
+
* პაპუაშვილი, ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002.
* [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
+
  
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:ანგელოზები]]
 
[[კატეგორია:ანგელოზები]]

13:47, 19 სექტემბერი 2017-ის ვერსია

ყინწვისის მონასტერის ფრესკა.

ანგელოზი - („ანგელოსი“) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მაცნეს“, „მაუწყებელს“. ღვთის მიერ შექმნილი უსხეულო ზებუნებრივი არსებები. ანგელოზები ეცხადებიან ადამიანებს და ამცნობენ ღვთის ნებას, ხელს უმართავენ და წინამძღვრობენ კეთილ საქმეში. მათ აუწყეს ქვეყანას მაცხოვრის შობა, მისი აღდგომა, მეორედ მოსვლის გარდაუვალობა და ა.შ.

ანგელოზთა რიცხვი უთვალავია და იყოფა დასებად. ამაზე პირველად პავლე მოციქულმა მიგვანიშნა, როდესაც თქვა: „... მასში შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი. ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა“ (კოლას. 1:16). ეს ცოდნა უფრო დააზუსტა და გააცხადა აღნიშნული მოციქულის მოწაფემ დიონისე არეოპაგელმა, რომელიც თეოლოგიის მამად იწოდება. მის ტრაქტატში „ციური იერარქიის შესახებ“ (ახალ ქართულ ენაზე თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ედიშერ ჭელიძემ: „საღვთისმეტყველო კრებული“, 1987, №3) წარმოჩენილია ანგელოზთა რაობა. ისინი ცხრა გუნდად, ცხრა წყებად ანუ დასად განიყოფიან. მათ ერთმანეთთან იერარქიული დამოკიდებულება აქვთ, რასაც განაპირობებს ღმერთთან მეტნაკლები სიახლოვის ფაქტორი. ესენია (ზემოდან ქვემოთ):

1. სერაფიმები, 2. ქერუბიმები, 3. საყდარნი, 4. ხელმწიფებანი, 5. უფლებანი, 6. ძალნი, 7. მთავრობანი, 8. მთავარანგელოზნი და 9. ანგელოზნი.

იერარქია არის შემეცნების ზეაღმავალი გზა. თითოეული უქვემოესი დასი ღვთიურ ნათელს მხოლოდ უზემოესის მეშვეობით ეზიარება. ყველაზე ქვემო არსებები ანუ საკუთრივ „ანგელოზები“ „მთავარანგელოზთა“ საშუალებით იღებენ საღვთო ხელდასხმას, რომელსაც, თავის მხრივ, ხილულ ქვეყანას გადასცემენ, პირველ რიგში - საეკლესიო იერარქიას.

ზოგადი სურათი ასეთია: ღმერთი თავის ნებას და სათქმელს პირველად სერაფიმებს აუწყებს, სერაფიმები - ქერუბიმებს, ქერუბიმები - საყდართ, საყდარნი - ხელმწიფებათ, ხელმწიფებანი - უფლებათ, უფლებანი - ძალთ, ძალნი - მთავრობათ, მთავრობანი მთავარანგელოზთ, მთავარანგელოზნი - ანგელოზთ. უკანასკნელნი კი - ადამიანებს. ასე შეიქმნა ბიბლია. ამ აზრითაა საღვთო წერილის ჭეშმარიტი ავტორი ღმერთი - სამება, რომლის ერთ-ერთი წევრი - წმიდა სული სწორედ ანგელოზთა იერარქიული კიბის მეშვეობით უკავშირდება წინასწარმეტყველებს და მოციქულებს.

ღმერთმა მხოლოდ კეთილი ანგელოზები შექმნა, მათგან ზოგიერთმა ბოროტად გამოიყენა თავისუფლება, დაადგა ღვთის საწინააღმდეგო გზას, რასაც შედეგად დაცემა მოჰყვა. უხილავი ცის კაბადონზე დემონები ანუ ბოროტი ანგელოზები (შმაკები) გამოჩნდნენ. რადგან ისინი ღმერთს საკუთარი სურვილით გადაუდგნენ, შეიძლება ითქვას, რომ მათ თვით დაიწყევლეს თავი ანუ განეშორნენ მადლს, რითაც ადრე აღვსილნი იყვნენ. ანგელოზთა ამ დასს ეწოდა ეშმაკი ანუ სატანა, ლიუციფერი, რომელიც გახდა ბოროტების წყარო და ნიადაგი.




წყარო

  • პაპუაშვილი, ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი]. - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები