ევქარისტია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ევქარისტია''' - ზიარება. სიტყვა-სიტყვით მადლობის შეწირვას ნიშნავს. შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან ერთ-ერთი, რომელიც იესო ქრისტემ ძველი აღთქმისეული [[პასექი|პასექის]] (სისხლიანი მსხვერპლის) ნაცვლად დააწესა. ესაა [[რიტუალი]], რომელიც [[პური|პურის]] ჭამით და ღვინის დალევით მთავრდება. ძველი და ტრადიციული [[ეკლესია|ეკლესიების]] რწმენით, პური და ღვინო მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია, არატრადიციული და პროტესტანტული რწმენით - სიმბოლური. ევქარისტია ჟამისწირვის შემდეგ სრულდება.
+
'''ევქარისტია''' - (ეტიმ. ბერძ. eucharistía (სიტყვიდან eucharistéin „მადლიერების გამოხატვა“, „მადლობის თქმა“), „მადლობის გადახდა“.
 +
 
 +
საიდუმლო, რომელიც [[იესო ქრისტე|იესომ]] საიდუმლო სერობისას დააწესა, როცა [[პასექი|პასექის]] სერობაზე მოწაფეებს ახალი და მარადიული აღთქმის ნიშნად შესთავაზა [[პური]] და ღვინო როგორც თავისი ხორცი და სისხლი. საუკუნეთა მანძილზე ამ საიდუმლოს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ: უფლის სერობა (1 კორ. 11:19), პურის გატეხა ([[ლუკა მახარებელი|ლუკ]]. 24:35; საქ. 2:42.46...), შეწირულობა, მსხვერპლშეწირვა, მოსახსენიებელი, წირვა და ევქარისტია.
 +
 
 +
 
 +
[[ახალი აღთქმა|ახალ აღთქმაში]] ევქარისტიის დაფუძნების ოთხი ამბავია მოთხრობილი: [[მათე მოციქული|მათ]]. 16:26-28; [[მარკოზ მახარებელი|მარკ]]. 14:22-24; ლუკ. 22:19- 20; 1 კორ. 11:23-25, რომლებიც [[ეკლესია|ეკლესიის]] ცხოვრებაში ევქარისტიის მნიშვნელობასა და ცენტრალურობას ამოწმებენ.  
 +
 
 +
ძველი და ტრადიციული [[ეკლესია|ეკლესიების]] რწმენით, პური და ღვინო მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია, არატრადიციული და პროტესტანტული რწმენით - სიმბოლური. ევქარისტია ჟამისწირვის შემდეგ სრულდება.
 +
 
 +
ეკლესია აღასრულებს ევქარისტიას, როგორც „მადლობისა და ქების მიძღვნას მამა ღმრთისადმი, როგორც [[ქრისტე|ქრისტეს]] მსხვერპლშეწირვისა და მისი სხეულის სახსოვარს, როგორც ქრისტეს თანასწრებას მისი სიტყვისა და სულის ძლიერების ძალით“ (CCC, 1358).
 +
 
 +
ევქარისტიის არსებითი ნიშნებია პური და ღვინო, რომლებშიც კურთხევის მეშვეობით ხდება ქრისტეს სხეულისა და სისხლის ტრანსსუბსტანციაცია (გარდასახვა). წმიდა ნაწილებში ქრისტე წარმოდგება ჭეშმარიტად, ნამდვილად და არსებითად, ამიტომაც წმიდა ნაწილებს თაყვანისცემის [[კულტი|კულტის]] მეშვეობით უნდა მიეგოს პატივი. ყველა ქრისტიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საკვირაო ევქარისტიულ მსახურებაში და შეძლებისდაგვარად მიიღოს [[ზიარება]].
 +
 
 +
ევქარისტია შედგება წმიდა სიტყვის [[ლიტურგია|ლიტურგიისა]] და ევქარისტიული ლიტურგიისაგან, დასაწყისში შესავალი, დასასრულს კი – დასკვნითი წესების თანხლებით. ღმრთის სიტყვის ლიტურგია მოიცავს საღმრთო წერილის კითხვას, მღვდელმსახურის ქადაგებას, სარწმუნოების [[აღსარება|აღსარებასა]] და მორწმუნეთა [[ლოცვა|ლოცვას]]. ევქარისტიული ლიტურგია იწყება პურისა და ღვინის შეწირვით, მას მოსდევს ეგრეთ წოდებული ევქარისტიული ლოცვა, რის შემდეგაც აღევლინება „მამაო ჩვენო“ და გაიცემა ზიარება.
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
  
  
ხაზი 5: ხაზი 24:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008. - 440 გვ.
+
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.
 +
* რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008. - 440 გვ.
  
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:შვიდი საეკლესიო საიდუმლო]]
 
[[კატეგორია:შვიდი საეკლესიო საიდუმლო]]

14:32, 26 სექტემბერი 2017-ის ვერსია

ევქარისტია - (ეტიმ. ბერძ. eucharistía (სიტყვიდან eucharistéin „მადლიერების გამოხატვა“, „მადლობის თქმა“), „მადლობის გადახდა“.

საიდუმლო, რომელიც იესომ საიდუმლო სერობისას დააწესა, როცა პასექის სერობაზე მოწაფეებს ახალი და მარადიული აღთქმის ნიშნად შესთავაზა პური და ღვინო როგორც თავისი ხორცი და სისხლი. საუკუნეთა მანძილზე ამ საიდუმლოს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ: უფლის სერობა (1 კორ. 11:19), პურის გატეხა (ლუკ. 24:35; საქ. 2:42.46...), შეწირულობა, მსხვერპლშეწირვა, მოსახსენიებელი, წირვა და ევქარისტია.


ახალ აღთქმაში ევქარისტიის დაფუძნების ოთხი ამბავია მოთხრობილი: მათ. 16:26-28; მარკ. 14:22-24; ლუკ. 22:19- 20; 1 კორ. 11:23-25, რომლებიც ეკლესიის ცხოვრებაში ევქარისტიის მნიშვნელობასა და ცენტრალურობას ამოწმებენ.

ძველი და ტრადიციული ეკლესიების რწმენით, პური და ღვინო მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია, არატრადიციული და პროტესტანტული რწმენით - სიმბოლური. ევქარისტია ჟამისწირვის შემდეგ სრულდება.

ეკლესია აღასრულებს ევქარისტიას, როგორც „მადლობისა და ქების მიძღვნას მამა ღმრთისადმი, როგორც ქრისტეს მსხვერპლშეწირვისა და მისი სხეულის სახსოვარს, როგორც ქრისტეს თანასწრებას მისი სიტყვისა და სულის ძლიერების ძალით“ (CCC, 1358).

ევქარისტიის არსებითი ნიშნებია პური და ღვინო, რომლებშიც კურთხევის მეშვეობით ხდება ქრისტეს სხეულისა და სისხლის ტრანსსუბსტანციაცია (გარდასახვა). წმიდა ნაწილებში ქრისტე წარმოდგება ჭეშმარიტად, ნამდვილად და არსებითად, ამიტომაც წმიდა ნაწილებს თაყვანისცემის კულტის მეშვეობით უნდა მიეგოს პატივი. ყველა ქრისტიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა საკვირაო ევქარისტიულ მსახურებაში და შეძლებისდაგვარად მიიღოს ზიარება.

ევქარისტია შედგება წმიდა სიტყვის ლიტურგიისა და ევქარისტიული ლიტურგიისაგან, დასაწყისში შესავალი, დასასრულს კი – დასკვნითი წესების თანხლებით. ღმრთის სიტყვის ლიტურგია მოიცავს საღმრთო წერილის კითხვას, მღვდელმსახურის ქადაგებას, სარწმუნოების აღსარებასა და მორწმუნეთა ლოცვას. ევქარისტიული ლიტურგია იწყება პურისა და ღვინის შეწირვით, მას მოსდევს ეგრეთ წოდებული ევქარისტიული ლოცვა, რის შემდეგაც აღევლინება „მამაო ჩვენო“ და გაიცემა ზიარება.






წყარო

  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011.
  • რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008. - 440 გვ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები