ბიითიქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბიითიქი“ გადაიტანა გვერდზე „ბიჲთიქი“)

16:54, 2 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ბიჲთიქ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Бийтик) – ქვის სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში; ცხოვრობს ჩეგემის ხეობაში არსებული მთის – ბილდიშქის – მწვერვალზე. ბიჲთიქი იმ მონადირეებს, რომლებიც წმინდა ქვებს სათანადო პატივს არ მიაგებენ და არ ეთაყვანებიან, სასტიკად სჯის: მისი განრისხება ქვათა ცვენას იწვევს, რისგანაც ადამიანები და ცხოველები იღუპებიან. ბიჲთიქის პატივსაცემად ფერადი ქვის მიწაში ჩამარხვის წესი სრულდებოდა.



ლიტერატურა

Кудаев М. Язык охотника //Библиотека „Минги Тау“, № 7. Нальчик, 2010.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები