აერომობილური ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აერომობილური ჯარები''' - შეიარაღებული ძალების სპეციალურად ...)
 
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[კატეგორია:სამხედრო ავიაცია]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ავიაცია]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 +
[[კატეგორია:აერომობილურობა]]

17:05, 3 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

აერომობილური ჯარები - შეიარაღებული ძალების სპეციალურად მომზადებული სამხედრო ფორმირებები ზოგიერთ სახელმწიფოში (აშშ, საფრანგეთი და სხვა). უმთავრესად განკუთვნილია აერომობილური ოპერაციების განსახორციელებლად.

აერომობილური ჯარები შედის, როგორც წესი, სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში, ორგანიზაციულად გაერთიანებულია დივიზიებსა და ბრიგადებში. ძირითადი საბრძოლო ერთეულია აერომობილური ბატალიონი (ბრიგადა). აერომობილური ჯარების სტრუქტურა ითვალისწინებს მნიშვნელოვანი რაოდენობის საშტატო ვერტმფრენების, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებისა და სხვა მსუბუქი შეიარაღების არსებობას, უზრუნველყოფს მაღალ მობილურობას და ფართო შესაძლებლობას ჯავშნიან მიზნებთან ბრძოლაში. აერომობილური ბატალიონების (ბრიგადების) ბაზაზე საბრძოლო მოქმედების წარმოების დროს იქმნება აერომობილური ტაქტიკური ჯგუფები. აერომობილური ჯარებს განეკუთვნება საჰაერო მოიერიშე და სადესანტო-მოიერიშე ფორმირებები.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები