დებეთი
(ახალი გვერდი: '''დებეთ-ი / ალთინ დებეთ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Дебет/Алтын Дебет – „ოქროს დ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „დებეთი“ გადაიტანა გვერდზე „ალთინ დებეთი“) |
13:03, 6 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
დებეთ-ი / ალთინ დებეთ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Дебет/Алтын Дебет – „ოქროს დებეთი“) – ბალყარულ-ყარაჩული მითოლოგიური ტექსტებისა და ნართული ეპოსის ცენტრალური პერსონაჟი, კულტურული გმირი, პირველი ადამიანი, ცის ღმერთისა და მიწის ქალღმერთის ვაჟი (ვარიანტი: ღმრთის [თეირის] გულის ნაწილისგან შექმნილი), „ნართების მამა“ (ნართების ტომი მისი 19 ვაჟისაგან წარმოიშვა), უბადლო მადანმცოდნე და მჭედელი, სამჭედლო საქმის დამფუძნებელი (ასწავლის ნართებს მადნის მოპოვებისა და დნობის, ლითონის ჭედვის წესებს, სამეურნეო ინვენტარისა და საბრძოლო იარაღების დამზადებას, იგონებს ფრთოსან ეტლს და სხვ.); ავლენს დემიურგის ნიშნებს (ვარსკვლავები ცაზე მისი ქურიდან ავარდნილი ნაპერწკლებია). არის მზრუნველი მამა და ბაბუა: აქორწინებს ვაჟებს, უშენებს სახლებს, უზრუნველყოფს ყოველგვარი წვრილმანით. გარდა ამისა, დებეთი მორალური კოდექსის განუხრელი დამცველია. ნართული ეპოსის ადიღური ვერსია იცნობს მჭედელ დაბეჩს, რომელიც თქმულებებში ნაკლებად მნიშვნელოვან როლს თამაშობს („თლეფში“).
ლიტერატურა
- Карачаево-балкарский фольклор в дореволюционных записях и публикациях. Нальчик, 1974;
- Карачаево-балкарский героический эпос. М., 2004;
- Карачаево-балкарские мифы. Составитель М. Джуртубаев. Нальчик, 2007;
- М. Ч. Джуртубаев. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-балкарский героический эпос. Нальчик, 2011;
- Джуртубаев М. Ч. Происхождение Нартского эпоса. Нальчик, 2013.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017