ავღანეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ავღანეთი''' – (ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა), ავღანეთი მდებ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ავღანეთი“ გადაიტანა გვერდზე „ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა“)

12:15, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ავღანეთი – (ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა), ავღანეთი მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. მისი ფართობი არის 652,2 ათ. კმ2.., მოსახლეობა 29,1 მლნ. კაცი (2012), აქედან 55% ავღანელი (პუშტუნი), დაახლოებით 20% ტაჯიკი, 9% უზბეკი, 9% საზარი და სხვა. ოფიციალური ენები – პუშტუ და დარი. დედაქალაქი – ქ. ქაბული. ადმინისტრაციული დაყოფა – 29 პროვინცია (ვალაითი) და 2 ცენტრალური დაქვემდებარების ოლქი. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ხელისუფლება აქვს პარლამენტს, აღმასრულებელი – მთავრობას.

ავღანეთი რესპუბლიკა გახდა 1973 წლის 17 ივლისს. ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანაა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოა. ქვეყნის ეკონომიკას უდიდეს ზარალს აყენებს უწყვეტი სამოქალაქო და ანტიტერორისტული ომები. საერთაშორისო აეროპორტი – ქაბული. შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა შეადგენს 132 ათ. კაცს (2012) და ფორმირების სტადიაშია. ამჟამად მის მომზადებას ახორციელებენ აშშ-ისა და ნატოს სამხედრო სპეციალისტები საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები