არაბთა გაერთიანებული საამიროები
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Arabetis gaerTianebuli saemiroebis drosha.png|thumb|250პქ|არაბეთის გაერთიანებული საამიროების დროშა]] | ||
'''არაბთა გაერთიანებული საამიროები''' – სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დასავლეთით ესაზღვრება კატარი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით – საუდის არაბეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – ომანი, ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით – სპარსეთის და ომანის ყურეები. | '''არაბთა გაერთიანებული საამიროები''' – სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დასავლეთით ესაზღვრება კატარი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით – საუდის არაბეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – ომანი, ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით – სპარსეთის და ომანის ყურეები. | ||
13:39, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
არაბთა გაერთიანებული საამიროები – სახელმწიფო არაბეთის ნახევარკუძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დასავლეთით ესაზღვრება კატარი, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით – საუდის არაბეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით – ომანი, ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით – სპარსეთის და ომანის ყურეები.
ფართობი – 83,6 ათ. კმ2. მოსახლეობა შეადგენს 4,7 მლნ. კაცს (2012). მოსახლეობის 90% არაბია, დანარჩენი – სხვა არაბული სახელმწიფოებიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან.
სახელმწიფო ენა – არაბული.
დედაქალაქი – ქ. აბუ-დაბი.
არაბთა გაერთიანებული საამიროები ფედერაციული სახელმწიფოა, შედგება 7 ემირატისაგან (სათავადოსგან): აბუ-დაბი, ანჯმანი, დუბაი, რას-ელჰაიმა, უმ-ელ-კაივანი, ელ-ფუჯაირა და შარჯა.
სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო – ფედერაციის უმაღლესი საბჭო, სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი.
სათათბირო ორგანო – ეროვნული საბჭო (პარლამენტი).
აღმასრულებელი ხელისუფლება – მინისტრთა საბჭო (მთავრობა).
დამოუკიდებელი სახელმწიფოა 1917 წლის 2 დეკემბრიდან. ქვეყანა გამოირჩევა ცხოვრების მაღალი დონით. ეკონომიკის საფუძველია ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება.
ძირითადი საზღვაო პორტებია: ჯაბელ-ალი, ჯანელ-დხანი, ფახლტი, დუბაი, რუვაისი, მინასაკრი.
აქვს 6 საერთაშორისო აეროპორტი, მათგან ძირითადებია: აბუ-დაბი, დუბაი, რასელ-ხაიმა.
შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა შეადგენს 56 ათ. კაცს (2012). სახმელეთო ჯარები 49 ათ., სამხედრო-საჰაერო 4,5 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები 2,5 ათ. კაცი. დაკომპლექტება ხორციელდება კონტრაქტით (დაქირავებით).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017