ჯაყელი ბექა (I)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ბექა (I) ჯაყელი''' - (დაახლოებით 1240-1306), სამცხის [[ათაბაგი|ათაბაგ]] [[ჯაყელი სარგის (I)|სარგის ჯაყელის]] ძე; პირველი [[მანდატურთუხუცესი]] ჯაყელთა საგვარეულოდან 1285-1308 წწ-ში. | '''ბექა (I) ჯაყელი''' - (დაახლოებით 1240-1306), სამცხის [[ათაბაგი|ათაბაგ]] [[ჯაყელი სარგის (I)|სარგის ჯაყელის]] ძე; პირველი [[მანდატურთუხუცესი]] ჯაყელთა საგვარეულოდან 1285-1308 წწ-ში. | ||
| + | |||
| + | მისი სამფლობელოები გადაჭიმული იყო ტაშისკარიდან არზრუმამდე და შავ ზღვამდე, ხოლო პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა ტრაპიზონის იმპერიაზე, რისი ერთგვარი გამოხატულება იყო იმპერატორ ალექსი II-ის ქორწინება ბექა I-ის ასულზე და სამცხის მთავრისათვის ჭანეთის გადაცემა. | ||
| + | |||
| + | ბექა I აღმოსავლეთ საქართველოს მეფისა და ილხანთა ყაენის ვასალი იყო; ხარკს უხდიდა და ლაშქრით ეხმარებოდა ყაზან-ყაენს. | ||
| + | |||
| + | ბექა I-ის მმართველობის ხანაში გაძლიერდა მცირეაზიელი მომთაბარე თურქული ტომების თავდასხმები სამხრეთ საქართველოზე. დიდი შემოსევა მოხდა 1302 წელს ვინმე აზატ-მოსეს ხელმძღვანელობით, როგორც მას „ქართლის ცხოვრება“ უწოდებს. ქართველები მომზადებული დაუხვდნენ მტერს. სამხრეთქართული თემების ლაშქარმა (12 ათ. მეომარი) ბექა I-ის და მისი ვაჟის, სარგისის, სარდლობით რამდენიმე ბრძოლაში გაანადგურა | ||
| + | მომხდურები. თურქთა ნარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს. | ||
ბექა მანდატურთუხუცესად იხსენიება ჟამთააღმწერელთან აზატ მოსეს მეთაურობით თურქების შემოსევის ეპიზოდში 1302 წ-ის სიახლოვეს; [[ანჩისხატი|ანჩის კარედი ხატის]] წარწერაში და აღბუღას სამართლის წიგნის წინასიტყვაობაში. ბექასათვის მანდატურთუხუცესის სახელოს ბოძება, სავარაუდოდ, განაპირობა ჯაყელთა ნათესაურმა კავშირმა [[საქართველო|საქართველოს]] სამეფო სახლთან - ბექას ასული ნათელი იყო დიმიტრი II-ის თანამეცხედრე, ხოლო დიმიტრის სიკვდილით დასჯის შემდეგ ბექამ თავის თავზე აიღო საკუთარი შვილიშვილის, მომავალი გიორგი V ბრწყინვალის აღზრდა. შემდგომში ბექამ დიდი წვლილი შეიტანა გიორგის გამეფებაში. XIII ს-ის მიწურულს ბექა ნათესაურ კავშირს ამყარებს [[კახა (III) თორელი|კახა თორელის]] სახლთან, რის საფუძველზეც შეუდგენიათ ე.წ. „კეთილმოყვრობის დაწერილი“. იგი, როგორც საბუთის ერთ-ერთი მხარე, ამტკიცებს დაწერილს. ჟამთააღმწერელის თანახმად, ბექა განსაკუთრებით განდიდდა ვახტანგ III დიმიტრის ძის (1302-1308) მეფობის დროს. ბექა გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „მანდატურთუხუცესი ბექაჲ“. | ბექა მანდატურთუხუცესად იხსენიება ჟამთააღმწერელთან აზატ მოსეს მეთაურობით თურქების შემოსევის ეპიზოდში 1302 წ-ის სიახლოვეს; [[ანჩისხატი|ანჩის კარედი ხატის]] წარწერაში და აღბუღას სამართლის წიგნის წინასიტყვაობაში. ბექასათვის მანდატურთუხუცესის სახელოს ბოძება, სავარაუდოდ, განაპირობა ჯაყელთა ნათესაურმა კავშირმა [[საქართველო|საქართველოს]] სამეფო სახლთან - ბექას ასული ნათელი იყო დიმიტრი II-ის თანამეცხედრე, ხოლო დიმიტრის სიკვდილით დასჯის შემდეგ ბექამ თავის თავზე აიღო საკუთარი შვილიშვილის, მომავალი გიორგი V ბრწყინვალის აღზრდა. შემდგომში ბექამ დიდი წვლილი შეიტანა გიორგის გამეფებაში. XIII ს-ის მიწურულს ბექა ნათესაურ კავშირს ამყარებს [[კახა (III) თორელი|კახა თორელის]] სახლთან, რის საფუძველზეც შეუდგენიათ ე.წ. „კეთილმოყვრობის დაწერილი“. იგი, როგორც საბუთის ერთ-ერთი მხარე, ამტკიცებს დაწერილს. ჟამთააღმწერელის თანახმად, ბექა განსაკუთრებით განდიდდა ვახტანგ III დიმიტრის ძის (1302-1308) მეფობის დროს. ბექა გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „მანდატურთუხუცესი ბექაჲ“. | ||
| ხაზი 11: | ხაზი 18: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017 | + | * ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017 |
| + | * ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017 | ||
[[კატეგორია:ათაბაგები]] | [[კატეგორია:ათაბაგები]] | ||
[[კატეგორია:მანდატურთუხუცესები]] | [[კატეგორია:მანდატურთუხუცესები]] | ||
[[კატეგორია:ჯაყელები]] | [[კატეგორია:ჯაყელები]] | ||
16:02, 16 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ბექა (I) ჯაყელი - (დაახლოებით 1240-1306), სამცხის ათაბაგ სარგის ჯაყელის ძე; პირველი მანდატურთუხუცესი ჯაყელთა საგვარეულოდან 1285-1308 წწ-ში.
მისი სამფლობელოები გადაჭიმული იყო ტაშისკარიდან არზრუმამდე და შავ ზღვამდე, ხოლო პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა ტრაპიზონის იმპერიაზე, რისი ერთგვარი გამოხატულება იყო იმპერატორ ალექსი II-ის ქორწინება ბექა I-ის ასულზე და სამცხის მთავრისათვის ჭანეთის გადაცემა.
ბექა I აღმოსავლეთ საქართველოს მეფისა და ილხანთა ყაენის ვასალი იყო; ხარკს უხდიდა და ლაშქრით ეხმარებოდა ყაზან-ყაენს.
ბექა I-ის მმართველობის ხანაში გაძლიერდა მცირეაზიელი მომთაბარე თურქული ტომების თავდასხმები სამხრეთ საქართველოზე. დიდი შემოსევა მოხდა 1302 წელს ვინმე აზატ-მოსეს ხელმძღვანელობით, როგორც მას „ქართლის ცხოვრება“ უწოდებს. ქართველები მომზადებული დაუხვდნენ მტერს. სამხრეთქართული თემების ლაშქარმა (12 ათ. მეომარი) ბექა I-ის და მისი ვაჟის, სარგისის, სარდლობით რამდენიმე ბრძოლაში გაანადგურა მომხდურები. თურქთა ნარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს.
ბექა მანდატურთუხუცესად იხსენიება ჟამთააღმწერელთან აზატ მოსეს მეთაურობით თურქების შემოსევის ეპიზოდში 1302 წ-ის სიახლოვეს; ანჩის კარედი ხატის წარწერაში და აღბუღას სამართლის წიგნის წინასიტყვაობაში. ბექასათვის მანდატურთუხუცესის სახელოს ბოძება, სავარაუდოდ, განაპირობა ჯაყელთა ნათესაურმა კავშირმა საქართველოს სამეფო სახლთან - ბექას ასული ნათელი იყო დიმიტრი II-ის თანამეცხედრე, ხოლო დიმიტრის სიკვდილით დასჯის შემდეგ ბექამ თავის თავზე აიღო საკუთარი შვილიშვილის, მომავალი გიორგი V ბრწყინვალის აღზრდა. შემდგომში ბექამ დიდი წვლილი შეიტანა გიორგის გამეფებაში. XIII ს-ის მიწურულს ბექა ნათესაურ კავშირს ამყარებს კახა თორელის სახლთან, რის საფუძველზეც შეუდგენიათ ე.წ. „კეთილმოყვრობის დაწერილი“. იგი, როგორც საბუთის ერთ-ერთი მხარე, ამტკიცებს დაწერილს. ჟამთააღმწერელის თანახმად, ბექა განსაკუთრებით განდიდდა ვახტანგ III დიმიტრის ძის (1302-1308) მეფობის დროს. ბექა გამოსახულია ზარზმის ტაძარში თანმხლები წარწერით: „მანდატურთუხუცესი ბექაჲ“.
წყაროები და ლიტერატურა
ჟამთააღმწერელი 1959: 281, 313-315; ქისკ 1984: 192-193; საყვარელიძე 1976: 80; სამართალი ბექასი და აღბუღასი 1963: 425; ბერიძე 1954: 125; კლდიაშვილი 1981: 70-78.
წყარო
- ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017