თუშეთის ტილჭირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბაიასებრნი]]
 
[[კატეგორია:ბაიასებრნი]]
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 +
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]

14:53, 23 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

თუშეთის ტილჭირი


თუშეთის ტილჭირი – (Aconitum nasutum Fisch. Ex Rchb. = Aconitum tucsheticuk[N. Busch] N.); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო წვრილია, შიშველი. ფოთლები მოხაზულობით კვერცხისებურია, თათისებურად განკვეთილი ლანცეტა სეგმენტებად, რომელთაგანაც შუათანა უფრო გრძელია, ვიდრე დანარჩენები და თითქმის თანაბრად, ფრთისებურადაა განკვეთილი. ყვავილედი დატოტვილია, მეჩხერი საგველასებური. ყვავილის ყუნწები წვრილია, ყვავილის ძირთან გაფართოებული, ყვავილები მკრთალი ცისფერია. ყვ. ნაყ. VII-VIII. ეს მცენარე კავკასიის ენდემია და დამახასიათებელია ტყის ზედა და სუბალპური სარტყლების ბუჩქნარებისა და ფერდობებისათვის. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, სოფელ დართლოსკენ მიმავალ გზაზე. საქართველოში, თუშეთის გარდა, არსად გვხვდება. სახეობა აღწერილია თუშეთში 1867 წელს.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები