ციხედიდის ბრძოლა 1561

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ციხედიდის ბრძოლა 1561''' - [[ქართველები|ქართველების]] ბრძოლა ყიზილბაშებთან სიმონ I-ის მიერ [[თბილისი|თბილისის]] გასათავისუფლებლად დაწყებული ოპერაციის დროს.  
+
'''ციხედიდის ბრძოლა 1561''' - [[ქართველები|ქართველების]] [[ბრძოლა]] ყიზილბაშებთან სიმონ I-ის მიერ [[თბილისი|თბილისის]] გასათავისუფლებლად დაწყებული ოპერაციის დროს.  
  
ქართლის ლაშქარი და მის დასახმარებლად მოსული კახთა რაზმი ბატონიშვილ გიორგის მეთაურობით გამაგრებულ ბანაკში იდგა ციხედიდთან (მცხეთის რაიონში), რომლის მისადგომებს იცავდა მუხათგვერდში განლაგებული საყარაულო რაზმი. 1561 წლის 6 აპრილს ყარაულის უფროსი თავისი მეომრებით სოფლის [[ეკლესია|ეკლესიაში]] ავიდა სააღდგომო წირვის მოსასმენად. ამით ისარგებლეს ყიზილბაშებმა და მოულოდნელად თავს დაეცნენ ქართულ ბანაკს. ფიცხელ ბრძოლაში ბატონიშვილი გიორგი მოკლეს, რამაც კახელებში არეულობა შეიტანა და
 
16:02, 26 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ციხედიდის ბრძოლა 1561 - ქართველების ბრძოლა ყიზილბაშებთან სიმონ I-ის მიერ თბილისის გასათავისუფლებლად დაწყებული ოპერაციის დროს.

ქართლის ლაშქარი და მის დასახმარებლად მოსული კახთა რაზმი ბატონიშვილ გიორგის მეთაურობით გამაგრებულ ბანაკში იდგა ციხედიდთან (მცხეთის რაიონში), რომლის მისადგომებს იცავდა მუხათგვერდში განლაგებული საყარაულო რაზმი. 1561 წლის 6 აპრილს ყარაულის უფროსი თავისი მეომრებით სოფლის ეკლესიაში ავიდა სააღდგომო წირვის მოსასმენად. ამით ისარგებლეს ყიზილბაშებმა და მოულოდნელად თავს დაეცნენ ქართულ ბანაკს. ფიცხელ ბრძოლაში ბატონიშვილი გიორგი მოკლეს, რამაც კახელებში არეულობა შეიტანა და ისინი გამოეთიშნენ ბრძოლას. ქართველები დამარცხდნენ. სიმონ მეფემ დარჩენილი ლაშქრით გორისკენ დაიხია, მაგრამ თბილისისთვის ბრძოლაზე ხელი არ აუღია.

წყარო

  • ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები