ბაბური
(→წყარო) |
|||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია:თემურიდები]] | [[კატეგორია:თემურიდები]] | ||
[[კატეგორია:დიდ მონგოლთა იმპერატორები]] | [[კატეგორია:დიდ მონგოლთა იმპერატორები]] | ||
| + | [[კატეგორია:ინდოეთის მხედართმთვრები]] | ||
15:47, 2 ნოემბერი 2017-ის ვერსია
ბაბური – ზაჰირედინ მუჰამად (1483-1530), ინდოეთის დიდ მოგოლთა სახელმწიფოს მოღვაწე, მისი დამაარსებელი, მხედართმთავარი. თემურლენგის შთამომავალი.
მემკვიდრეობით ფლობდა ფერღანას შუა აზიაში, საიდანაც 1504 გააძევეს უზბეკებმა. იმავე წელს დაეუფლა ქაბულს. შემდეგ არაერთგზის ილაშქრა ინდოეთში, 1526-27 დაიპყრო ტერიტორია ქაბულიდან ბენგალიამდე და თავი ინდოეთის იმპერატორად გამოაცხადა. მის მიერ დაარსებული დინასტია ევროპულ ლიტერატურაში ცნობილია, როგორც დიდი მოგოლების დინასტია (სახელწოდება მოდის „მოღოლისტანიდან“, ასე უწოდებდნენ იმ დროს შუა აზიას).
ბაბური იყო არა მარტო გამოჩენილი მხედართმთავარი, არამედ ნიჭიერი მწერალი და პოეტი. შემონახულია მისი ლექსები, დაწერილი ჩაღათაურ (თურქულ) და სპარსულ ენებზე, ავტობიოგრაფიული თხზულება „ბაბურნამე“, თხზულება მუსლიმანური მართლმსაჯულების საკითხებზე „ბაბურის სამართალი“. მასვე დაუწერია ტრაქტატები სამხედრო ხელოვნების, პოლიტიკისა და მუსიკის შესახებ, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.
ბაბურის ლექსებმა და პროზამ დიდი როლი შეასრულა უზბეკეთის სალიტერატურო ენის განვითარებაში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017