გენერალისიმუსი
(ახალი გვერდი: '''გენერალისიმუსი''' - (''ლათინური generalisimus -ყველაზე მთავარი''), უმაღლ...) |
|||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
სსრ კავშირში საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება შემოიღეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 26 ივნისის [[ბრძანებულება|ბრძანებულებით]] და 1945 წლის 27 ივნისს მიანიჭეს | სსრ კავშირში საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება შემოიღეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 26 ივნისის [[ბრძანებულება|ბრძანებულებით]] და 1945 წლის 27 ივნისს მიანიჭეს | ||
ი.ბ. სტალინს. | ი.ბ. სტალინს. | ||
| + | |||
| + | |||
| + | |||
| + | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017. | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017. | ||
[[კატეგორია:სამხედრო წოდებები]] | [[კატეგორია:სამხედრო წოდებები]] | ||
16:06, 2 ნოემბერი 2017-ის ვერსია
გენერალისიმუსი - (ლათინური generalisimus -ყველაზე მთავარი), უმაღლესი სამხედრო წოდება ზოგი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. ენიჭებოდათ მხედართმთავრებს, რომლებიც ომის დროს სარდლობდნენ რამდენიმე არმიას (უფრო ხშირად კი მოკავშირეთა არმიებს) ან სამეფო დინასტიის ოჯახის წევრებს და სახელმწიფო მოღვაწეებს, როგორც საპატიო წოდება.
1569 წელს საფრანგეთის მეფე შარლ IX-მ გენერალისიმუსის წოდება მიანიჭა თავის 18 წლის ძმას
(შემდეგში მეფე ანრი III). მას შემდეგ ეს წოდება ჰქონდათ:
საფრანგეთში - ჰერცოგ ა. დე გიზს (1550-88), პრინც ლ. კონდეს (1621-88), ჰერცოგ კ. ლ. ვილარს (1653–1734), ჰერცოგ ა. რიშელიეს (1696-1788);
ავსტრიაში - თავად რ. მონტეკუკოლის (1609-80), პრინც ოიგენ (ევგენი) სავოიელს (1663-1736), გრაფ ლ. დაუნს (1705_66), ერცჰერცოგ კარლს (1771-1847), თავად ფ. შვარცენბერგს (1771-1820);
გერმანიაში - გრაფ ა. ვალენშტაინს (1583-1634);
რუსეთში - მხედართმთავარ ა.შეინს (1662-1700), თავად ა. მენშიკოვს (1673-1729), პრინც ანტონ ულრიხ ბრაუნშვაიგელს (1714-74), ა. სუვოროვს (1729-1800);
სსრ კავშირში საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება შემოიღეს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წლის 26 ივნისის ბრძანებულებით და 1945 წლის 27 ივნისს მიანიჭეს ი.ბ. სტალინს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.