ხიმიჩი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ხიმიჩ-ი / ბოლათ-ხიმიჩ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Хымыч/Болат-Хымыч)'' – ბალყარუ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ხიმიჩი“ გადაიტანა გვერდზე „ბოლათ-ხიმიჩი“) |
17:08, 7 ნოემბერი 2017-ის ვერსია
ხიმიჩ-ი / ბოლათ-ხიმიჩ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Хымыч/Болат-Хымыч) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი. თქმულებათა ციკლი მასზე და მის ვაჟზე – ბათირაზზე, ეპოსის ოსური რედაქციისაგან განსხვავებით, თითქმის არ არსებობს. შემონახულია მხოლოდ სიმღერა, რომლის ტექსტში საუბარია ხიმიჩის მიერ ავარების ხანის ქალიშვილის ცოლად შერთვაზე. ორი უწინდელი მეუღლისგან შვილები არ ჰყოლია. სავარაუდოა, რომ ბათირაზის დედა სწორედ ავარელი პრინცესა იყო.
ლიტერატურა
Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017