ჯოჯუ-შათაი
(ახალი გვერდი: '''ჯოჯუ-შათაჲ / ჯოჯუ-შათი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Джоджу-Шатай/Джоджу-Шат)'' – ცოლ-...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჯოჯუ-შათაი“ გადაიტანა გვერდზე „ჯოჯუ-შათაჲ“) |
17:28, 7 ნოემბერი 2017-ის ვერსია
ჯოჯუ-შათაჲ / ჯოჯუ-შათი (ბალყ.-ყარაჩ. Джоджу-Шатай/Джоджу-Шат) – ცოლ-ქმრული ურთიერთობის, მშობიარობისა და ჩვილი ბავშვების მფარველი ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. მისი, როგორც ცოლ-ქმრობის მფარველის, სიმბოლოს წარმოადგენდა ე. წ. აჲრი-თერექი (Айры терек) – ორტანიანი წმ. ხე, რომელთანაც საქორწინო ასაკის ქალიშვილები კოლექტიურად ღამით მიდიოდნენ და, ხის ორივე ტანს შემოახვევდნენ რა თავიანთ თავსაფრებს, ჯოჯუ-შათაჲს ბედნიერ გათხოვებას შეთხოვდნენ და ხის გარშემო ე. წ. „ბჲუირეს“ ცეკვავდნენ. შვილის მომლოდინე ან უკვე მოლოგინებული ქალები ჯოჯუ-შათაის სახელზე შემდეგი ტექსტით ლოცულობდნენ:
- ჯოჯუ-შათაი – ჯოჯუ-შათი,
- თუ თეირი მომცემს, დე მომცეს,
- დე, სიცოცხლე განუმტკიცოს,
- დე, ჯოჯუმ სისხლი ძლიერი ჰყოს,
- დე, ნაჯიზას (ბავშვის სნეულებათა მფარველი)
- სული გააქროს.
თეონიმის წარმომავლობა საბოლოოდ დადგენილად ვერ ჩაითვლება. მიიჩნევენ, რომ მისი პირველი სეგმენტი, შესაძლოა, თურქულია, ხოლო მეორე – შათაჲ – მომდინარეობს ძველებრაული სიტყვიდან Shadday „ღმერთი, მწვერვალი“, რაც კავკასიის ხალხთა ისტორიაში ხაზარული პერიოდის მემკვიდრეობად ითვლება.
ლიტერატურა
- Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
- Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014;
- Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003;
- Кауфман Й. Религия древнего Израиля. Базисная идея. М., 1997.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017