ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“ გადაიტ...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ეუთო“ გადაიტანა გვერდზე „[[ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომ...)

14:03, 8 დეკემბერი 2017-ის ვერსია

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) - შეიქმნა 70-იანი წლების დასაწყისში ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (ეუთთ) ბაზაზე. სახელწოდების შეცვლის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფოებისა და მთავრობების 1994 წლის ბუდაპეშტის შეხვედრაზე.

ეუთო აერთიანებს ევროპის, აზიისა და ჩრდილო ამერიკის 55 ქვეყანას.

ეუთო არის მოლაპარაკებების, კონსულტაციებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საკონსულტაციო ორგანო, რომელიც დაფუძნებულია კონსესუსზე.

მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებისა და მთავრობების ხელმძღვანელების შეხვედრა, როგორც წესი, ხდება 2 წელიწადში ერთხელ. მასზე განისაზღვრება მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, მიიღება ძირითადი დოკუმენტები.

მნიშვნელობით მეორე ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს ეუთოს მინისტრთა საბჭო. მისი სხდომები (არანაკლებ ერთისა) ტარდება წლის განმავლობაში. ორგანიზაციის ძირითადი სამუშაო ორგანოა მუდმივი საბჭო. იგი შედგება მონაწილე სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლებისაგან. ყოველდღიური სხდომები ტარდება ვენაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეიქმნა 1991 წელს. მისი სამდივნო განთავსებულია კოპენჰაგენში. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში წარმოებს მოლაპარაკებები შეიარაღების კონტროლზე, განიარაღებაზე, ნდობისა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე. ეუთოს ეგიდით ხორციელდება მშვიდობის აღდგენისა და მხარდაჭერის ოპერაციები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები