ერაყი
(→წყარო) |
|||
ხაზი 32: | ხაზი 32: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017 | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017 | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სახელმწიფოები]] |
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სახელმწიფოები აზიაში]] |
12:34, 11 დეკემბერი 2017-ის ვერსია
ერაყი - (Iraq - ერაყის რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აზიაში. დასავლეთით ესაზღვრება თურქეთი, სამხრეთ-დასავლეთით - საუდის არაბეთი, აღმოსავლეთით - ირანი და სამხრეთ-აღმოსავლეთით - ქუვეითი.
ფართობი - 435 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 31,2 მლნ. კაცი (2012).
დედაქალაქი - ქ. ბაღდადი.
ოფიციალური ენები - არაბული და ქურთული.
ეროვნული დღესასწაული - 14 ივლისი - რესპუბლიკის ეროვნული დღე.
ადმინისტრაციულად იყოფა 18 მუჰაფაზად (პროვინცია).
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
ერაყის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს ნავთობგადასამუშავებელი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა.
ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, ფოსფატი, გოგირდი. ექსპორტი: ნავთობი, შალეული, ფინიკი.
მთავარი საზღვაო ნავსადგური - ბასრა, წარმოებს სამდინარო ნაოსნობაც.
მთავარი აეროპორტები - ბაღდადი, ბასრა, მოსული.
შეიარაღებილი ძალების შემადგენლობაშია სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საჰაერო ქვედანაყოფები და სახალხო ლაშქარი. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით და დაქირავებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017