ველური დივიზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ველური დივიზია''' - ამ სახელით იყო ცნობილი მოხალისე მებრძოლე...)
 
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:დივიზიები]]
 
[[კატეგორია:დივიზიები]]
 
[[კატეგორია:დივიზიები პირველ მსოფლიო ომში]]
 
[[კატეგორია:დივიზიები პირველ მსოფლიო ომში]]
 +
[[კატეგორია:პირველი მსოფლიო ომი]]

17:35, 13 დეკემბერი 2017-ის ვერსია

ველური დივიზია - ამ სახელით იყო ცნობილი მოხალისე მებრძოლებით დაკომპლექტებული კავკასიური ცხენოსანი დივიზია, შექმნილი I მსოფლიო ომის დასაწყისში კავკასიის მაჰმადიანი ხალხების წარმომადგენლებისაგან.


„ველური დივიზიაში“ შედიოდა 6 ცხენოსანი პოლკი: დაღესტნური, ყაბარდოული, თათრული, ჩეჩნური, ინგუშური და ჩერქეზული, რომლებიც 3 ბრიგადაში ერთიანდებოდნენ. „ველური დივიზიაზე“ მიმაგრებული იყო აგრეთვე ოსური ქვეითი ბრიგადა და დონის მე-8 საარტილერიო დივიზიონი. დივიზიას მეთაურობდა დიდი მთავარი მიხეილ ალექსანდრეს ძე (მეფის ძმა), ხოლო 1916 წლიდან – თავადი დ. ბაგრატიონი. ოფიცრები იყვნენ ძირითადად მთიელი ხალხების წარჩინებული გვარებიდან ან რუსი, ქართველი და უცხოური წარმოშობის თავად-აზნაურები.

„ველური დივიზიას“ მაღალი რეპუტაცია ჰქონდა რუსულ არმიაში და წარმატებით იბრძოდა გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ჯარების წინააღმდეგ.

1917 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარების მთავარსარდალმა გენერალმა ლ. კორნილოვმა სცადა „ველური დივიზიის“, როგორც დამრტყმელი ძალის, გამოყენება სამხედრო გადატრიალებისათვის და მისი 1 ბრიგადა რევოლუციური პეტროგრადის წინააღმდეგ დაძრა, მაგრამ ცდა უშედეგო აღმოჩნდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები