ბარაგბონი ხაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბარაგბონი ხაჲ''' ''(ოს. Бæрæгбоны хай – „დღესასწაულის წილი“)'' – ტრა...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბარაგბონი ხაი“ გადაიტანა გვერდზე „ბარაგბონი ხაჲ“)

16:50, 8 იანვარი 2018-ის ვერსია

ბარაგბონი ხაჲ (ოს. Бæрæгбоны хай – „დღესასწაულის წილი“) – ტრადიციული ჩვეულება, რომლის თანახმად ყოველი ოსური ოჯახი თავს ვალდებულად თვლიდა, ქალიშვილის გათხოვებიდან პირველი საგვარეულო თუ სასოფლო დღესასწაულისათვის სიძის მშობლებთან გაეგზავნა ძღვენი (ფქვილი, ყველი, ბატკანი, ხბო, ღვეზელები და სხვა სახის პროდუქტი). აღნიშნული ჩვეულება მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო, ერთი მხრივ, ქმრის გვარში ახალრძლის ინკორპორაციისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მოყვრებს შორის მჭიდრო კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის. მისი შეუსრულებლობა პატარძალს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებდა.


ლიტერატურა

Чибиров Л. А. Традиционная духовная культура осетин. М., 2008.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები