ქართული მთის ძროხა
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია: ქართული ძროხის ჯიშები]] | [[კატეგორია: ქართული ძროხის ჯიშები]] | ||
[[კატეგორია:მეცხოველეობა]] | [[კატეგორია:მეცხოველეობა]] | ||
+ | [[კატეგორია:ძროხის ჯიშები]] |
14:02, 9 იანვარი 2018-ის ვერსია
ქართული მთის ძროხა - შემორჩენილია კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე და მთიან აჭარაში. იგი მიეკუთვნება პატარატანიან (ჯუჯა) ჯიშებს, მისი საშუალო ცოცხალი წონა, შესაბამისად ფურებისა -185-200 კგ, კუროებისა კი 340 კილოგრამია. ამ ჯიშის ცხოველის ხორცი გამოირჩევა საუკეთესო გემოთი, ცხიმიანობით, სინაზით და არომატულობით. განსაკუთრებით მაღალია მათი რძის ხარისხი. რძეში ცხიმის ბურთულების ნაკლები სიდიდე და ცხიმოვანი მჟავების თავისებური შემადგენლობა განაპირობებს მის მაღალდიეტურობას, ერბოს და რძის სხვა პროდუქტების ძალიან მაღალ ხარისხს. მაღალ ცხომიანობასთან ერთად, ქართული მთის ჯიშის ძროხას უნარი აქვს, წველადობის გადიდებისას არ შეამციროს რძეში ცხიმის პროცენტი, რაც ძროხის სხვა ჯიშებისაგან განსხვავებული ძვირფასი თვისებაა.
ფერის მიხედვით, ყველაზე ხშირად გვხვდება შავი, წითელი, ჩალისფერი, შავჭრელი, წითელჭრელი. ამ ჯიშის სანაშენო მუშაობისას მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს მის შენარჩუნებას, შემდგომ სრულყოფას და რაციონალურ გამოყენებას, არ უნდა დაიკარგოს მისი ექსტრემალური პირობებისადმი შეგუების, მთის ციცაბო ფერდობების ათვისების დიდი უნარი, ერთ კილოგრამ ცოცხალ მასაზე წველადობის მაღალი დონე, რძეში ცხიმის ბურთულების ნაკლები სიდიდე, ხორცის მაღალი კულინარული თვისებები და სხვ.
წყარო
პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016