ესკადრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 24: ხაზი 24:
 
[[კატეგორია:სამხედრო ფორმირებები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო ფორმირებები]]
 
[[კატეგორია:საზღვაო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:საზღვაო ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:სამხედრო-საზღვაო ძალები]]

16:40, 17 იანვარი 2018-ის ვერსია

ესკადრა - (ფრანული escadre - რაზმი),

სარჩევი

ოპერატიულ-ტაქტიკური გაერთიანება სამხედრო-საზღვაო ძალებში

ოპერატიულ-ტაქტიკური გაერთიანება (შენაერთი) ზოგიერთი სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ძალებში (სამხედრო-საზღვაო ფლოტში), რომელიც განკუთვნილია საომარი მოქმედების საზღვაო (საოკეანო) თეატრის გარკველ რაიონებში საბრძოლო მოქმედებების წარმოებისთვის.

ესკადრის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სხვადასხვა კლასის წყალზედა ხომალდების და წყალქვეშა ნავების რამდენიმე დივიზია ან ბრიგადა, ცალკეული დივიზიონი, აგრეთვე უზრუნველყოფის გემები.

შემადგენლობის, გადასაწყვეტი ამოცანების და მოქმედების რაიონის მიხედვით შეიძლება ეწოდებოდეს ოპერატიული ესკადრა, სხვადასხვა გვარეობის ძალების ესკადრა, ხმელთაშუა ზღვის ესკადრა და სხვა;

ტაქტიკური შენაერთი სამხედრო-საზღვაო ძალებში

ტაქტიკური შენაერთი ნატოს მთელი რიგი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებში, რომელიც შედგება ერთი კლასის ხომალდების რამდენიმე დივიზიონისგან;

ხომალდებისა და გემების ჯგუფი

ხომალდებისა და გემების ჯგუფი (შეანაერთი), რომელიც ერთობლივ ნაოსნობაში ან ექსპედიციაში იმყოფებიან;

ტაქტიკური შენაერთი სამხედრო-საჰაერო ძალებში

თვითმფრინავების ან ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების ტაქტიკური შენაერთი მრავალი სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალებში (გერმანია, საფრანგეთი და სხვა).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები