ჯარების მართვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჯარების (ძალების) მართვა''' - სარდლების, მეთაურების, შტაბების...)
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
 
გულისხმობს:  
 
გულისხმობს:  
ვითარების მონაცემების უწყვეტმოპოვებას, შეგროვებას, შესწავლას, ასახვას, ანალიზს და შეფასებას;  
+
*ვითარების მონაცემების უწყვეტმოპოვებას, შეგროვებას, შესწავლას, ასახვას, ანალიზს და შეფასებას;  
ოპერაციაზე (ბრძოლაზე) გადაწყვეტილების მიღებას;  
+
*ოპერაციაზე (ბრძოლაზე) გადაწყვეტილების მიღებას;  
ჯარებისათვის (ძალებისათვის) ამოცანების დასახვას;
+
*ჯარებისათვის (ძალებისათვის) ამოცანების დასახვას;
ოპერაციის (ბრძოლის) დაგეგმვას;
+
*ოპერაციის (ბრძოლის) დაგეგმვას;
ურთიერთქმედებას და ყველა სახის უზრუნველყოფის ორგანიზაციას და ხელშეწყობას;
+
*ურთიერთქმედებას და ყველა სახის უზრუნველყოფის ორგანიზაციას და ხელშეწყობას;
მართვის ორგანიზაციას;  
+
*მართვის ორგანიზაციას;  
დაქვემდებარებული მართვის ორგანოების და ჯარების (ძალების) მომზადებას საბრძოლო მოქმედებებისათვის;
+
*დაქვემდებარებული მართვის ორგანოების და ჯარების (ძალების) მომზადებას საბრძოლო მოქმედებებისათვის;
კონტროლის ორგანიზაციას და დახმარების გაწევას დაქვემდებარებული სარდლების (მეთაურების), შტაბებისა და ჯარებისათვის (ძალებისათვის);  
+
*კონტროლის ორგანიზაციას და დახმარების გაწევას დაქვემდებარებული სარდლების (მეთაურების), შტაბებისა და ჯარებისათვის (ძალებისათვის);  
ჯარების (ძალების) მოქმედებების უშუალო ხელმძღვანელობას მათ მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისას.
+
*ჯარების (ძალების) მოქმედებების უშუალო ხელმძღვანელობას მათ მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისას.
  
 
ჯარების (ძალების) მართვა. ხორციელდება სარდლის (მეთაურის) გადაწყვეტილების საფუძველზე პირადად და შტაბის, სარდლის მოადგილეების, [[ჯარების გვარეობა|ჯარების გვარეობების]], სპეციალური ჯარებისა და სამსახურების უფროსების მეშვეობით.  
 
ჯარების (ძალების) მართვა. ხორციელდება სარდლის (მეთაურის) გადაწყვეტილების საფუძველზე პირადად და შტაბის, სარდლის მოადგილეების, [[ჯარების გვარეობა|ჯარების გვარეობების]], სპეციალური ჯარებისა და სამსახურების უფროსების მეშვეობით.  

14:03, 23 იანვარი 2018-ის ვერსია

ჯარების (ძალების) მართვა - სარდლების, მეთაურების, შტაბებისა და მართვის სხვა ორგანოების საქმიანობა ჯარების (ძალების) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად, ოპერაციების (საბრძოლო მოქმედებების) მოსამზადებლად და ჯარების (ძალების) სახელმძღვანელოდ მათთვის დასახული ამოცანების შესრულების მიზნით.

გულისხმობს:

  • ვითარების მონაცემების უწყვეტმოპოვებას, შეგროვებას, შესწავლას, ასახვას, ანალიზს და შეფასებას;
  • ოპერაციაზე (ბრძოლაზე) გადაწყვეტილების მიღებას;
  • ჯარებისათვის (ძალებისათვის) ამოცანების დასახვას;
  • ოპერაციის (ბრძოლის) დაგეგმვას;
  • ურთიერთქმედებას და ყველა სახის უზრუნველყოფის ორგანიზაციას და ხელშეწყობას;
  • მართვის ორგანიზაციას;
  • დაქვემდებარებული მართვის ორგანოების და ჯარების (ძალების) მომზადებას საბრძოლო მოქმედებებისათვის;
  • კონტროლის ორგანიზაციას და დახმარების გაწევას დაქვემდებარებული სარდლების (მეთაურების), შტაბებისა და ჯარებისათვის (ძალებისათვის);
  • ჯარების (ძალების) მოქმედებების უშუალო ხელმძღვანელობას მათ მიერ საბრძოლო ამოცანების შესრულებისას.

ჯარების (ძალების) მართვა. ხორციელდება სარდლის (მეთაურის) გადაწყვეტილების საფუძველზე პირადად და შტაბის, სარდლის მოადგილეების, ჯარების გვარეობების, სპეციალური ჯარებისა და სამსახურების უფროსების მეშვეობით.

ჯარების (ძალების) მართვის ძირითადი პრინციპებია: ერთმმართველობა, კონკრეტულობა, მართვის ცენტრალიზაცია, სიმტკიცე და შეუპოვრობა მიღებული გადაწყვეტილებების გატარებაში; ოპერატიული რეაგირება ვითარების შეცვლაზე, უწყვეტობა და ფარულობა; სარდლის (მეთაურის) პირადი პასუხისმგებლობა მიღებულ გადაწყვეტილებებზე, დაქვემდებარებული ჯარების (ძალების) გამოყენება და ამოცანების შესრულება.

ჯარების (ძალების) მართვის განსახორციელებლად იქმნება მართვის სისტემა - ფუნქციურად დაკავშირებული მართვის ორგანოების, მართვის პუნქტებისა და მართვის საშუალებების ერთობლიობა (კავშირგაბმულობის სისტემა, მართვის ავტომატიზებული სისტემა და სხვა სპეციალიზებული სისტემები).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები