ჯარების ოპერატიული გაშლა
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ჯარების ოპერატიული გაშლა“ გადაიტანა გვერდზე „[[ძალების ოპერატიულ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ძალების ოპერატიული გაშლა“ გადაიტანა გვერდზე „[[ჯარების ოპერატიულ...) |
14:33, 23 იანვარი 2018-ის ვერსია
ჯარების (ძალების) ოპერატიული გაშლა - ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება ჯარების (ძალების) დაჯგუფებების შექმნისა და დაწყობისათვის ომის (საომარი მოქმედებების) თეატრებზე, სტრატეგიულ და საოპერაციო მიმართულებებზე.
ჯარების (ძალების) სტრატეგიული გაშლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი. მიზნად ისახავს, საომარი მოქმედებების ორგანიზებული და დროული დაწყების უზრუნველყოფას, აგრესიის მოგერიებას და ოპერაციების ჩატარებას შეიარაღებული კონფლიქტების ლოკალიზაციისათვის.
ჯარების (ძალების) ოპერატიული გაშლა ხორციელდება, როგორც წესი, წინასწარ, ომის წინ, ხოლო მოწინააღმდეგის უეცარი თავდასხმის შემთხვევაში - მისი დაწყებისთანავე; შეიძლება მოხდეს ერთდროულად ან თანამიმდევრულად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017