სადესანტო ხომალდი
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Sadesanto xomaldi.JPG|thumb|250პქ|სადესანტო ხომალდი]] | ||
'''სადესანტო ხომალდი''' – სპეციალური აგებულების საბრძოლო ხომალდი, რომელიც განკუთვნილია საზღვაო [[დესანტი|დესანტის]] ტრანსპორტირებისა და გადასხმისთვის მოწინააღმდეგის ნაპირზე საზღვაო, საჰაერო, და სადესანტო ოპერაციის დროს. | '''სადესანტო ხომალდი''' – სპეციალური აგებულების საბრძოლო ხომალდი, რომელიც განკუთვნილია საზღვაო [[დესანტი|დესანტის]] ტრანსპორტირებისა და გადასხმისთვის მოწინააღმდეგის ნაპირზე საზღვაო, საჰაერო, და სადესანტო ოპერაციის დროს. | ||
15:27, 7 თებერვალი 2018-ის ვერსია
სადესანტო ხომალდი – სპეციალური აგებულების საბრძოლო ხომალდი, რომელიც განკუთვნილია საზღვაო დესანტის ტრანსპორტირებისა და გადასხმისთვის მოწინააღმდეგის ნაპირზე საზღვაო, საჰაერო, და სადესანტო ოპერაციის დროს.
კონსტრუქციიდან გამომდინარე, სადესანტო ხომალდს შეუძლია გადასხას დესანტი ნაპირზე უშუალოდ ან სადესანტო-გადასასხმელი საშუალებით. სადესანტო ხომალდს აქვს ანგარები და საგემბანო ასაფრენ-დასაფრენი მოედნები ვერტმფრენებისთვის და დოკ-კამერები კატარღებისთვის. აღჭურვილია სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებით თავდაცვის და დესანტის მხარდაჭერისთვის.
მრავალი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები იყოფა მართვის ხომალდებად, უნივერსალურ (მრავალმიზნობრივ) და სადესანტო-სავერტმფრენო ხომალდ-დოკებად, სადესანტო-ვერტმფრენმზიდებად, სადესანტო-სატრანსპორტო დოკებად და სატანკო-სადესანტო ხომალდებად. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში მათ შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ, გადაისროლონ ოკეანის გაღმა 64 ათასამდე მედესანტე თავისი შეიარაღებით, საბრძოლო ტექნიკით, აღჭურვილობით და უზრუნველყონ მათი გადმოსხმა საშტატო სადესანტო-გადასასხმელი საშუალებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017