სამხედრო ყოფნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამხედრო ყოფა''' − [[სამხედრო მოსამსახურე|სამხედრო მოსამსახ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''სამხედრო ყოფა''' [[სამხედრო მოსამსახურე|სამხედრო მოსამსახურეების]], ქვედანაყოფების და ნაწილების (ხომალდების) ყოფა, ყოველდღიური წესრიგი, ცხოვრების პირობები და მოღვაწეობა. სამხედრო ყოფის ძირითადი შემადგენელია პირადი შემადგენლობის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მათი დასვენების ორგანიზება და სხვა. მთავარი მიზანია [[სამხედრო ფორმირება|სამხედრო ფორმირებების]] საერთო [[საბრძოლო მზადყოფნა|საბრძოლო მზადყოფნის]] და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება. რეგლამენტირებულია [[სამხედრო კანონმდებლობა|სამხედრო კანონმდებლობით]], წესდებით და ბრძანებით.
+
'''სამხედრო ყოფნა (ადგილსამყოფელი)''' - სახელმწიფოს (კოალიციის) [[შეიარაღებული ძალები]]ს დაჯგუფებების განლაგება საკუთარი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური მიზნით.
 +
 
 +
ისტორიულად, სამხედრო ყოფნა უკავშირდება დამპყრობლურ ომებს, დამარცხებული მოწინააღმდეგის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრეთვე ასეთი პოლიტიკისადმი წინააღდგომის ორგანიზაციას [[სამხედრო თანამშრომლობა|სამხედრო თანამშრომლობის]] მეშვეობით.
 +
 
 +
XX საუკუნეში ცალკეულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს სამხედრო ყოფნის გამოყენება მომავალი საომარი მოქმედებების თეატრებზე შეიარაღებული ძალების საჭირო დაჯგუფებების შესაქმნელად, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციების დასაცავად, სამხედრო ძლიერების დემონსტრირების, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფის, მოკავშირეების სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის, არასასურველი პოლიტიკური რეჟიმების დესტაბილიზაციის მიზნით და სხვა. ფართო გავრცელება პოვა სამხედრო ყოფნის ისეთმა ფორმებმა, როგორიცაა
 +
*შეიარაღებული ძალების კონტინგენტების მუდმივი [[დისლოკაცია]] სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე;
 +
*სამხედრო-საზღვაო ძალების პატრულირება მსოფლიო ოკეანის წყლებში;
 +
*შეიარაღებული ძალების დროებითი ყოფნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ წვრთნის, მანევრების ან სამშვიდობო ოპერაციების დროს;
 +
*სამხედრო ბაზების შექმნა და სხვა.  
 +
 
 +
ძირითადად, სამხედრო ყოფნას ახორციელებენ სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურ როლს ასრულებენ მსოფლიო საქმეებში. სამხედრო ყოფნას ხასიათი დამოკიდებულია, უწინარესად, იმ სახელმწიფოს პოლიტიკაზე, რომლის [[ჯარები]]ც იმყოფებიან სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე, აგრეთვე ამ პოლიტიკის შესაბამისობაზე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებზე. კერძოდ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთი ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის ყოფნა მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ ამ უკანასკნელის თანხმობით.
  
  

00:36, 10 თებერვალი 2018-ის ვერსია

სამხედრო ყოფნა (ადგილსამყოფელი) - სახელმწიფოს (კოალიციის) შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების განლაგება საკუთარი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური მიზნით.

ისტორიულად, სამხედრო ყოფნა უკავშირდება დამპყრობლურ ომებს, დამარცხებული მოწინააღმდეგის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრეთვე ასეთი პოლიტიკისადმი წინააღდგომის ორგანიზაციას სამხედრო თანამშრომლობის მეშვეობით.

XX საუკუნეში ცალკეულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს სამხედრო ყოფნის გამოყენება მომავალი საომარი მოქმედებების თეატრებზე შეიარაღებული ძალების საჭირო დაჯგუფებების შესაქმნელად, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციების დასაცავად, სამხედრო ძლიერების დემონსტრირების, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფის, მოკავშირეების სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის, არასასურველი პოლიტიკური რეჟიმების დესტაბილიზაციის მიზნით და სხვა. ფართო გავრცელება პოვა სამხედრო ყოფნის ისეთმა ფორმებმა, როგორიცაა

  • შეიარაღებული ძალების კონტინგენტების მუდმივი დისლოკაცია სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე;
  • სამხედრო-საზღვაო ძალების პატრულირება მსოფლიო ოკეანის წყლებში;
  • შეიარაღებული ძალების დროებითი ყოფნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ წვრთნის, მანევრების ან სამშვიდობო ოპერაციების დროს;
  • სამხედრო ბაზების შექმნა და სხვა.

ძირითადად, სამხედრო ყოფნას ახორციელებენ სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურ როლს ასრულებენ მსოფლიო საქმეებში. სამხედრო ყოფნას ხასიათი დამოკიდებულია, უწინარესად, იმ სახელმწიფოს პოლიტიკაზე, რომლის ჯარებიც იმყოფებიან სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე, აგრეთვე ამ პოლიტიკის შესაბამისობაზე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებზე. კერძოდ, სამართლებრივი თვალსაზრისით, ერთი ქვეყნის სამხედრო კონტინგენტის ყოფნა მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ ამ უკანასკნელის თანხმობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები