ფინეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფინეთი''' (Finland – ფინლანდიის რესპუბლიკა), სახელმწიფო ჩრდილოეთ [...)
 
(მომხმარებელმა Labashidze გვერდი „ფინეთი“ გადაიტანა გვერდზე „ფინლანდიის რესპუბლიკა“)

12:09, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია

ფინეთი (Finland – ფინლანდიის რესპუბლიკა), სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში. ქვეყანას სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ბალტიის ზღვის ბოტნიის, ხოლო სამხრეთით – ფინეთის ყურეები.

ფართობი - 338 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 5,3 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ფინური და შვედური.

დედაქალაქი - ქ. ჰელსინკი.

ადმინისტრაციულად იყოფა 12 ლიანად (გუბერნია).

საკანონმდებლო ძალაუფლებას ფლობს პრეზიდენტი და ერთპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელს – პრეზიდენტი და მთავრობა.

ფინეთმა დამოუკიდებლობა აღიარა 1917 წელს რუსეთის იმპერიიდან გამოსვლით. რესპუბლიკად გამოცხადდა 1919 წელს.

ფინეთი განვითარებული ინდუსტრიალ-აგრარული ქვეყანაა. მისდევენ მეცხოველეობას და თევზჭერას. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, ხე-ტყის დამუშავება, ცელულოზა-ქაღალდის წარმოება. განვითარებულია მეტალურგია, ქიმიური, კვების მრეწველობა.

სამხედრო მრეწველობა აწარმოებს საარტილერიო და ცეცხლსასროლ სისტემებს, საბრძოლო აღჭურვილობას.

ძირითადი საზღვაო პორტებია: ჰელსინკი, კოტკა, ტურკუ, ჰამინა. საერთაშორისო აეროპორტი - ვანტა (ჰელსინკი).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 22,6 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 16 ათ., სამხედრო-საჰაერო 2,7 ათ., სამხედრო-საზღვაო 3,9 ათ.; რეზერვი 350 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული სისტემით.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები