ალყა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
|||
| ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
ხორციელდებოდა სხვადასხვა ეპოქის [[ომი|ომებში]]. წარმატებული ალყისთვის უმნიშვნელოვანეს პირობებს წარმოადგენს: | ხორციელდებოდა სხვადასხვა ეპოქის [[ომი|ომებში]]. წარმატებული ალყისთვის უმნიშვნელოვანეს პირობებს წარმოადგენს: | ||
| − | * საკუთარი ჯარების ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენება მოწინააღმდეგის დაჯგუფების ფლანგებზე და [[ზურგი|ზურგში]] სწრაფი გასვლისათვის; | + | * საკუთარი ჯარების ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენება მოწინააღმდეგის დაჯგუფების [[ფლანგი|ფლანგებზე]] და [[ზურგი|ზურგში]] სწრაფი გასვლისათვის; |
* საჰაერო და საზღვაო [[დესანტი|დესანტების]] მიერ მოწინააღმდეგის ზურგში მნიშვნელოვანი რაიონების, საგზაო კვანძებისა და [[გადასასვლელი (წყლით)|გადასასვლელების]] ხელში ჩაგდება; | * საჰაერო და საზღვაო [[დესანტი|დესანტების]] მიერ მოწინააღმდეგის ზურგში მნიშვნელოვანი რაიონების, საგზაო კვანძებისა და [[გადასასვლელი (წყლით)|გადასასვლელების]] ხელში ჩაგდება; | ||
* აქტიური მოქმედებების წარმოება ალყის შიდა და გარე ფრონტებზე გარშემორტყმული მოწინააღმდეგის იმავდროული [[ბლოკირება (სამხედრო)|ბლოკადით]] ჰაერიდან, ხოლო ზღვისპირა მიმართულებებზე – ზღვიდანაც; | * აქტიური მოქმედებების წარმოება ალყის შიდა და გარე ფრონტებზე გარშემორტყმული მოწინააღმდეგის იმავდროული [[ბლოკირება (სამხედრო)|ბლოკადით]] ჰაერიდან, ხოლო ზღვისპირა მიმართულებებზე – ზღვიდანაც; | ||
12:50, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია
ალყა - განადგურების ან დატყვევების მიზნით მოწინააღმდეგის დაჯგუფების იზოლაცია მისი დანარჩენი ჯარებისაგან (ძალებისაგან).
ხორციელდებოდა სხვადასხვა ეპოქის ომებში. წარმატებული ალყისთვის უმნიშვნელოვანეს პირობებს წარმოადგენს:
- საკუთარი ჯარების ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენება მოწინააღმდეგის დაჯგუფების ფლანგებზე და ზურგში სწრაფი გასვლისათვის;
- საჰაერო და საზღვაო დესანტების მიერ მოწინააღმდეგის ზურგში მნიშვნელოვანი რაიონების, საგზაო კვანძებისა და გადასასვლელების ხელში ჩაგდება;
- აქტიური მოქმედებების წარმოება ალყის შიდა და გარე ფრონტებზე გარშემორტყმული მოწინააღმდეგის იმავდროული ბლოკადით ჰაერიდან, ხოლო ზღვისპირა მიმართულებებზე – ზღვიდანაც;
- მოწინააღმდეგის რეზერვებისა და გარშემორტყმული ჯარების დებლოკირების ცდების ჩაშლა.
ალყა შეიძლება განხორციელდეს სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური მასშტაბებით. ალყის მიზანს აღწევენ:
- გადამკვეთ მიმართულებებზე დარტყმების მიყენებით;
- მოწინააღმდეგის უკანდახეული დაჯგუფების ოპერატიულ სიღრმეში დევნის დროს ყოვლისმომცველი დარტყმის მიყენებით და მოწინააღმდეგის დაჯგუფების ზღვისკენ განდევნით;
- რამდენიმე დამანაწევრებელი ფრონტალური დარტყმის მიყენებით და წარმატების განვითარებით მოწინააღმდეგის ფლანგებზე და მის ზურგში გასვლით;
- დიდი დასახლებული პუნქტების და ქალაქების შემოვლის, მათში არსებული გარნიზონების ბლოკადის გზით და სხვა ხერხებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.