შრაპნელი
(ახალი გვერდი: '''შრაპნელი''' ''(ინგლისური shrapnel)'' – საარტილერიო ჭურვი მზა დამაზ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ჭურვები]] | [[კატეგორია:ჭურვები]] | ||
[[კატეგორია:საარტილერიო ჭურვები]] | [[კატეგორია:საარტილერიო ჭურვები]] | ||
| + | [[კატეგორია:საბრძოლო მასალები]] | ||
15:36, 21 თებერვალი 2018-ის ვერსია
შრაპნელი (ინგლისური shrapnel) – საარტილერიო ჭურვი მზა დამაზიანებელი ელემენტებით (სფეროსმაგვარი ტყვიებით, ღეროებით და მისი მსგავსი ელემენტებით). გამოიგონა 1803 წელს ინგლისელმა ოფიცერმა გ. შრაპნელმა. გათვალისწინებული იყო ცოცხალი ძალის დასაზიანებლად. შედგებოდა ძირითადად დამაზიანებელელემენტებიანი კორპუსისგან, გამომგდები მუხტისა და დისტანციური ამფეთქისგან, რომელიც უზრუნველყოფდა ჭურვის აფეთქებას მიზნის თავზე.
XX საუკუნის 40-იან წლებში შ-მა ადგილი დაუთმო მსხვრევად და მსხვრევად-ფუგასურ ჭურვებს. XX საუკუნის 60-იან წლებში კვლავ გაჩნდა ჭურვები მზა დამაზიანებელი ელემენტებით ფრთიანი ისრების სახით სიგრძით 25 მმ და მასით 0.5 გრ., მაგრამ ტერმინი ,,შრაპნელი“ მათ მიმართ არ გამოიყენება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017