გაფანტული მწყობრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გაფანტული მწყობრი''' - ფრონტზე განცალკევებული საბრძოლო წყო...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:საბრძოლო წყობა]] | [[კატეგორია:საბრძოლო წყობა]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:46, 28 თებერვალი 2018 მდგომარეობით
გაფანტული მწყობრი - ფრონტზე განცალკევებული საბრძოლო წყობა. საერთოდ მას იყენებდნენ მთავარი ძალების წინ მოქმედი მსუბუქი ქვეითების რაზმები (ნაწილები, ქვედანაყოფები). მათი საბრძოლო დანიშნულება იყო ბრძოლაში ჩაბმა და მთავარი ძალების შეტევის მომზადება.
გაფანტული მწყობრი ცნობილი იყო უძველესი დროიდან (მშვილდოსნები, მეშურდულეები და სხვა მოქმედებდნენ გაფანტული მწყობრით). XVII საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა მსუბუქი ქვეითების ახალი ნაირსახეობა - ეგერები, რომლებიც მოქმედებდნენ გაფანტული მწყობრით.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში მსუბუქმა ქვეითებმა და მათთან ერთად გაფანტული მწყობრმა დაკარგეს თავისი დანიშნულება, ვინაიდან ქვეითები გახდნენ ერთგვაროვანი, მაგრამ გაფანტული მწყობრის ელემენტები ჯარების საბრძოლო მოწყობაში შენარჩუნდა XX საუკუნის დასაწყისამდე.