აზერბაიჯანი
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
|||
| ხაზი 29: | ხაზი 29: | ||
| − | შეიარაღებული ძალები შეიცავს სახმელეთო ჯარებს, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს. საერთო რაოდენობა – 128 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 85 ათ., შეიარაღებაში აქვთ 700-მდე ტანკი, 1100-მდე საბრძოლო დაჯავშნული მანქანა, 700-ზე მეტი ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი. სამხედრო-საჰაერო ძალებს – 15 ათ. კაცი, შეირაღებაში აქვს 185 საბრძოლო თვითმფრინავი, 115-მდე საბრძოლო ვერტმფრენი, 70 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. | + | შეიარაღებული ძალები შეიცავს სახმელეთო ჯარებს, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს. საერთო რაოდენობა – 128 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 85 ათ., შეიარაღებაში აქვთ 700-მდე [[ტანკი]], 1100-მდე საბრძოლო დაჯავშნული მანქანა, 700-ზე მეტი ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი. სამხედრო-საჰაერო ძალებს – 15 ათ. კაცი, შეირაღებაში აქვს 185 საბრძოლო თვითმფრინავი, 115-მდე საბრძოლო ვერტმფრენი, 70 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი. |
სამხედრო-საჰაერო ბაზები განლაგებულია: განჯაში, დალიარში, სიტალგაიში. სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაშია 3,5 ათ. კაცი, 40-მდე საბრძოლო ხომალდი და კატარღა. სამხედრო-საზღვაო ბაზა – ბაქო. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული მეთოდით. | სამხედრო-საჰაერო ბაზები განლაგებულია: განჯაში, დალიარში, სიტალგაიში. სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაშია 3,5 ათ. კაცი, 40-მდე საბრძოლო ხომალდი და კატარღა. სამხედრო-საზღვაო ბაზა – ბაქო. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული მეთოდით. | ||
| ხაზი 38: | ხაზი 38: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სახელმწიფოები]] | [[კატეგორია:სახელმწიფოები]] | ||
[[კატეგორია:სახელმწიფოები კავკასიაში]] | [[კატეგორია:სახელმწიფოები კავკასიაში]] | ||
16:00, 1 მარტი 2018-ის ვერსია
აზერბაიჯანი – (Azərbaycan Respublikasi – აზერბაიჯანის რესპუბლიკა). სახელწიფო ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოს მეზობელი აღმოსავლეთით. აზერბაიჯანს აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა.
ფართობი - 86,6 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 9,2 მლნ. კაცი (2012), დაახლოებით 85% აზერბაიჯანელები, დანარჩენი დაღესტნური ეთნიკური ჯგუფები, რუსები, თათრები და სხვა.
ოფიციალური ენა – აზერბაიჯანული.
დედაქალაქი – ქ. ბაქო.
ადმინისტრაციული დაყოფა – 69 რაიონი, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა.
აზერბაიჯანის პარლამენტმა 1991 წელს გააუქმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სტატუსი.
სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – მილი მეჯლისი (ერთპალატიანი პარლამენტი). აღმასრულებელი ხელისუფლება – მინისტრთა კაბინეტი (მთავრობა).
სსრ კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ, 1991 წლის 30 აგვისტოს, გამოცხადდა თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
აზერბაიჯანი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ნავთობმოპოვება და ნავთობგადამუშავება. განვითარებულია ქიმიური,ნავთობ-ქიმიური, მანქანათმშენებლობის, მეტალურგიული, მსუბუქი და კვების მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სპეციალიზებული სუბტროპიკული მცენარეების მოყვანასა და მეცხოველეობაზე.
რკინიგზის ქსელის სიგრძე – 2,1 ათასი კმ. სამანქანო გზების – 27,3 კმ., აქედან 25,8 ათასი კმ. მყარი საფრით.
საზღვაო პორტებია: ბაქო, აფშერონი. საერთაშორისო აეროპორტი – ბაქო.
შეიარაღებული ძალები შეიცავს სახმელეთო ჯარებს, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებს. საერთო რაოდენობა – 128 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 85 ათ., შეიარაღებაში აქვთ 700-მდე ტანკი, 1100-მდე საბრძოლო დაჯავშნული მანქანა, 700-ზე მეტი ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი. სამხედრო-საჰაერო ძალებს – 15 ათ. კაცი, შეირაღებაში აქვს 185 საბრძოლო თვითმფრინავი, 115-მდე საბრძოლო ვერტმფრენი, 70 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი.
სამხედრო-საჰაერო ბაზები განლაგებულია: განჯაში, დალიარში, სიტალგაიში. სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაშია 3,5 ათ. კაცი, 40-მდე საბრძოლო ხომალდი და კატარღა. სამხედრო-საზღვაო ბაზა – ბაქო. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული მეთოდით.
რეზერვი 300 ათ. კაცი. გასამხედროებული ფორმირებაა სასაზღვრო ჯარები 7 ათ., შინაგანი ჯარი – 15 ათ., ეროვნული გვარდია 2,5 ათ. კაცი.
