შიდა წყლები (საერთაშორისო სამართალში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:საერთაშორისო სამართლის ტერმინები]] | [[კატეგორია:საერთაშორისო სამართლის ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:16, 5 მარტი 2018 მდგომარეობით
შიდა წყლები (საერთაშორისო სამართალში) – მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში ყველა წყლები:
- მდინარეები;
- ტბები;
- არხები;
- წყალსაცავები და სხვა.
შიდა წყლებად ითვლება, აგრეთვე, შიდა ზღვები, რომლებსაც ყოველი მხრიდან გარს აკრავს ხმელეთი, რომელიც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიას წარმოადგენს; საზღვაო სივრცე ნაპირსა და სახელმწიფოს ტერიტორიული წყლების საწყის ხაზს შორის, მათ შორის – ნავსადგურების, ყურეების წყლები (რომელთა შესვლის სიგანეა არა უმეტეს 24 საღვაო მილი – 44,4 კმ, ხოლო “ისტორიული ყურეების” შემთხვევაში უფრო მეტიც).
უცხოეთის არასამხედრო გემებს და სამხედრო ხომალდებს შეუძლიათ შევიდნენ შიდა წყლებში მოცემული სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; ეს ეხება აგრეთვე თვითმფრინავების ფრენას.