განა
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Ghana drosha.png|thumb|250პქ|დროშა]] | [[ფაილი:Ghana drosha.png|thumb|250პქ|დროშა]] | ||
| − | '''განა''' – ''(Ghana – განის რესპუბლიკა)'', სახელმწიფო დასავლეთ [[აფრიკა]]ში. სამხრეთით ესაზღვრება გვინეის ყურე, დასავლეთით – სპილოს ძვლის ნაპირი (კოტ–დ’ივუარი), ჩრდილო–დასავლეთით – ზემო ვოლტა, აღმოსავლეთით – ტოგო. | + | '''განა''' – ''(Ghana – განის რესპუბლიკა)'', სახელმწიფო დასავლეთ [[აფრიკა]]ში. სამხრეთით ესაზღვრება გვინეის ყურე, დასავლეთით – სპილოს ძვლის ნაპირი (კოტ–დ’ივუარი), ჩრდილო–დასავლეთით – ზემო ვოლტა, აღმოსავლეთით – [[ტოგო]]. |
'''ფართობი''' – 238,5 ათ. კმ<sup>2</sup>. | '''ფართობი''' – 238,5 ათ. კმ<sup>2</sup>. | ||
14:01, 5 მარტი 2018-ის ვერსია
განა – (Ghana – განის რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. სამხრეთით ესაზღვრება გვინეის ყურე, დასავლეთით – სპილოს ძვლის ნაპირი (კოტ–დ’ივუარი), ჩრდილო–დასავლეთით – ზემო ვოლტა, აღმოსავლეთით – ტოგო.
ფართობი – 238,5 ათ. კმ2.
მოსახლეობა – 24,3 მლნ კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ინგლისური.
დედაქალაქი – ქ. აკრა.
ადმინისტრაციულად იყოფა 10 ოლქად. განა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური – პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – ერთპალატიანი პარლამენტი.
დამოუკიდებლობა მიიღო 1957 წლის 6 მარტს. განა აგრარული ქვეყანაა, მსოფლიოში მოწინავე ადგილი უკავია კაკაოს წარმოებაში. განვითარებულია სამთომოპოვებითი მრეწველობა (ოქრო, ალმასი, მარგანეცი, ბოქსიტი).
საზღვაო პორტები – თემა, ტაკორადი, აკრა, კეიპკოსტი , სეკონდი.
საერთაშორისო აეროპორტი – აკრა.
შეიარაღებული ძალების საერთო შემადგენლობა 15,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 11,5 ათ., სამხედრო საჰაერო ძალები 2 ათ. და სამხედრო–საზღვაო ძალები 2 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.
