სელჩუკები
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''სელჩუკები''' - თურქულ-ოღუზური ტომების შტო. სელჩუკები ეწოდათ ...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]] |
| + | [[კატეგორია:სახელმწიფოები]] | ||
16:19, 9 მარტი 2018-ის ვერსია
სელჩუკები - თურქულ-ოღუზური ტომების შტო. სელჩუკები ეწოდათ მათი წინამძღოლის, სელჩუკის, (X-XI საუკუნის დასაწყისი) მიხედვით.
XI საუკუნის I ნახევარში სელჩუკები შუა აზიის ტრამალებში მომთაბარეობდნენ. 1040 წლის შემდეგ დაიწყო მათი დამპყრობლური ომები, რომელთა შედეგად წარმოიშვა სელჩუკთა იმპერია (1040-1194). მისი მაქსიმალური ძლიერების მწვერვალია მალიქ-შაჰის სულთნობის პერიოდი (1072–92), როდესაც სელჩუკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოქცეული იყო ვრცელი ტერიტორია არალის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე და კავკასიის მთებიდან სპარსეთის ყურემდე. მალიქ-შაჰის შემდეგ იწყება სელჩუკთა იმპერიის დაშლა, რის შედეგადაც წარმოიშვა სელჩუკთა ცალკეული სახელმწიფოები ანატოლიაში, ერაყში, ხორასანში და სხვა. მათგან ყველაზე მეტ ხანს იარსება ანატოლიის (რუმის) სასულთნომ (1307 წლამდე).
საქართველოს XI-XIII საუკუნეებში მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა სელჩუკებთან. საქართველოში სელჩუკთა შემოსევები დაიწყო 1064 წლიდან და განსაკუთრებით ფართო მასშტაბი მიიღო 1080 წლისათვის („დიდი თურქობა”). მალიქ-შაჰის დროს საქართველო ელჩუკების მოხარკე ქვეყანა იყო. თბილისსა და ზოგ სხვა მნიშვნელოვან ციხე-ქალაქში თურქთა გარნიზონები იდგა. სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა დავით IV აღმაშენებელი, რომელმაც განდევნა ისინი საქართველოდან და მისი მეზობელი ტერიტორიებიდან.