სანაპირო დაცვა
(ახალი გვერდი: '''სანაპირო დაცვა''' – ზოგიერთ სახელმწიფოთა სპეციალიზებული სა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''სანაპირო დაცვა''' – ზოგიერთ სახელმწიფოთა სპეციალიზებული სამხედრო სამსახური, რომელიც ახორციელებს კონტროლს ტერიტორიული | + | '''სანაპირო დაცვა''' – ზოგიერთ სახელმწიფოთა სპეციალიზებული [[სამხედრო სამსახური]], რომელიც ახორციელებს კონტროლს ტერიტორიული |
და შიდა წყლების, საზღვაო ეკონომიკური ზონის და სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი კონტინენტური შელფის სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე. | და შიდა წყლების, საზღვაო ეკონომიკური ზონის და სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი კონტინენტური შელფის სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე. | ||
მიმდინარე ცვლილება 13:03, 14 მარტი 2018 მდგომარეობით
სანაპირო დაცვა – ზოგიერთ სახელმწიფოთა სპეციალიზებული სამხედრო სამსახური, რომელიც ახორციელებს კონტროლს ტერიტორიული და შიდა წყლების, საზღვაო ეკონომიკური ზონის და სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი კონტინენტური შელფის სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე.
სანაპირო დაცვის ფუნქციაა: ზღვაოსნობის უსაფრთხოება, საჭიროების შემთხვევაში გემების და საფრენი აპარატების დახმარება, დაზვერვის და ამინდის სამსახურის წარმართვა, თევზჭერის ნორმების დაცვა, კონტრაბანდასთან ბრძოლა, აგრეთვე ზღვის აკვატორიაში გარემოს და რადიაციული ვითარების მონიტორინგი.
მის შემადგენლობაში შედიან: საპატრულო ხომალდები და კატარღები, ყინულმჭრელები, გემსაწევები, ჰიდროგრაფიული ხომალდები, თვითმფრინავები და ვერტმფრენები, სანაპირო რადიოტექნიკური და სათვალთვალო საგუშაგოები. მაგალითად, აშშ-ის სანაპირო დაცვის ძალები ომის დროს სამხედრო-საზღვაო ძალების რეზერვს წარმოადგენენ და შესაძლოა მათი გამოყენება წყალქვეშა ნავებთან ბრძოლისათვის. ასევე სანაპირო ზოლის კომუნიკაციების დაფარვის, ბაზების, პორტების, საღუზე სადგომების აკვატორიების დაცვისა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებებისათვის.