სამხედრო ფული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამხედრო ფული''' − საოკუპაციო ფული; სპეციალური ქაღალდის ფულ...)
 
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სამხედრო ფული“ გადაიტანა გვერდზე „საოკუპაციო ფული“)

16:11, 14 მარტი 2018-ის ვერსია

სამხედრო ფული − საოკუპაციო ფული; სპეციალური ქაღალდის ფულის ნიშნები, რომელსაც მიმოქცევაში უშვებენ ერთი სახელმწიფოს სამხედრო ხელისუფალნი მეორის ტერიტორიაზე ომის პერიოდში ან ომის შემდგომ წლებში.

სამხედრო ფულის გამოშვება ოკუპირებული ქვეყნის ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ერთ-ერთი მეთოდია. ეს ფული, ჩვეულებრივ, მიმოქცევაშია ეროვნულ ვალუტასთან ერთად. ზოგჯერ ერთადერთი საგადამხდელო საშუალებაა. მისთვის ყოველთვის აწესებენ კურსს, რომლის მიხედვითაც უთანაბრებენ ოკუპირებული ქვეყნის ვალუტას. ომის დამთავრების შემდეგ სამხედრო ფულის, ჩვეულებრივ, გამოისყიდიან ხოლმე იმ ქვეყნების მთავრობები, რომელთა ტერიტორიაზეც ხდებოდა ამ ფულადი ნიშნების გამოშვება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები