სასროლი იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სასროლი იარაღი''' – ლულიანი იარაღი 20 მმ-მდე კალიბრით, ტყვიები...)
 
ხაზი 20: ხაზი 20:
 
*უკვამლო დენთით (XIX საუკუნის 80-იანი წლები);  
 
*უკვამლო დენთით (XIX საუკუნის 80-იანი წლები);  
 
*თვითდამტენი და ავტომატური იარაღი (XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი).  
 
*თვითდამტენი და ავტომატური იარაღი (XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი).  
 
სასტარტო კომპლექსი, კოსმოდრომის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განლაგებულია სასტარტო პოზიციაზე. შეიცავს ტექნოლოგიურ მოწყობილობას ტექნიკურ საშუალებებთან ერთად და ნაგებობებს. უზრუნველყოფს რაკეტამატარებლის მიტანას კოსმოსურ აპარატთან ერთად ტექნიკური პოზიციიდან სასტარტო რაკეტის დადგმას გამშვებ დანადგარზე, მის გამართვას საწვავით და გაზით, გაშვების მოსამზადებელი ოპერაციების შესრულებას და რაკეტის გაშვებას. აქვს ერთი ან რამდენიმე გამშვები დანადგარი.
 
  
  

16:34, 15 მარტი 2018-ის ვერსია

სასროლი იარაღი – ლულიანი იარაღი 20 მმ-მდე კალიბრით, ტყვიებით, საფანტით, ისრისებრი ელემენტებით სროლისათვის. უმეტეს შემთხვევაში არის ცეცხლსასროლი იარაღი. პნევმატური იარაღი ძალზე შეზღუდულად გამოიყენება (ძირითადად სავარჯიშო და სპორტული სროლებისთვის). არის სხვა სახის სასროლი იარაღი – მექანიკური, ელექტრო და რეაქტიული, რომლებმაც ფართო გამოყენება ვერ პოვეს.

ასევე

  • საბრძოლო, სამსახურის, სპორტული და სამოქალაქო;
  • საერთო დანიშნულების და სპეციალური (საავიაციო, სახომალდო, საზენიტო, სატანკო, წყალქვეშა, უხმაურო და სხვა);
  • მცირე (6,5 მმ-მდე), საშუალო (6,5-9 მმ) და მსხვილი (9 მმ-ზე მეტი) კალიბრის;
  • შაშხანები, კარაბინები, რევოლვერები, ტყვიამფრქვევები, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და ავტომატები;
  • ერთ, ორ და მრავალლულიანი;
  • გლუვლულიანი და კუთხვილიანი;
  • პირადი, ინდივიდუალური და ჯგუფური;
  • არაავტომატური (ერთდატენიანი და ვაზნისკოლოფიანი), თვითდამტენი და ავტომატური.

სასროლი იარაღის უმრავლესობისთვის დამახასიათებელი ნაწილებია: ლულა, საკეტი, სასხლეტი მექანიზმი, ვაზნის კოლოფი, სამიზნე, კონდახი და/ან სახელური. სასროლი იარაღში გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების ვაზნები.

ხელის ცეცხლსასროლი იარაღი გაჩნდა XII-XIII საუკუნეებში. მისი განვითარების ძირითადი ეტაპებია:

  • პატრუქიანი (XV საუკუნე) და კაჟიანი (XVI საუკუნე) საკეტის;
  • ხიშტიანი (XVII საუკუნე), ლითონის კაფსულიანი (1818), შემდეგ კი კაფსულიანი იარაღი ქაღალდის ვაზნით (1840);
  • ლითონის ვაზნით (XIX საუკუნის 60-იანი წლები) ერთდატენიანი, შემდეგ კი ვაზნისკოლოფიანი;
  • უკვამლო დენთით (XIX საუკუნის 80-იანი წლები);
  • თვითდამტენი და ავტომატური იარაღი (XIX საუკუნის ბოლო – XX საუკუნის დასაწყისი).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები