საღვთო რომის იმპერია 962-1806
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საღვთო რომის იმპერია 962-1806''' ''(XV საუკუნის ბოლოდან – „გერმანულ...) |
12:42, 19 მარტი 2018-ის ვერსია
საღვთო რომის იმპერია 962-1806 (XV საუკუნის ბოლოდან – „გერმანული ნაციის საღვთო რომის იმპერია“) – დააარსა გერმანიის მეფემ ოტონ I-მა. მოიცავდა იტალიის ნაწილს, ჩეხეთს, ნიდერლანდს, ბურგუნდიას, შვეიცარიის ტერიტორიას და სხვა. სამხედრო აქტივობა მიმართული იყო ძირითადად სამხრეთისკენ (იტალია) და აღმოსავლეთისკენ (სლავთა მიწები). იმპერატორების ხელისუფლება თანდათანობით ნომინალური გახდა, ხოლო 1648 წელს ვესტფალიის ზავმა იმპერია დამოუკიდებელი სახელმწიფოების კონგლომერატად აქცია.
"საღვთო რომის იმპერია“ საბოლოოდ გაუქმდა ნაპოლეონის ომების დროს.