სახაზო ტაქტიკა
(ახალი გვერდი: '''სახაზო ტაქტიკა''' − ბრძოლის წარმოების თეორია და ტა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''სახაზო ტაქტიკა''' − [[ბრძოლა|ბრძოლის]] წარმოების თეორია და ტაქტიკა, რომელიც ემყარება ხაზად გამწკრივებული [[საბრძოლო წყობა|საბრძოლო წყობის]] გამოყენებას. | '''სახაზო ტაქტიკა''' − [[ბრძოლა|ბრძოლის]] წარმოების თეორია და ტაქტიკა, რომელიც ემყარება ხაზად გამწკრივებული [[საბრძოლო წყობა|საბრძოლო წყობის]] გამოყენებას. | ||
| − | სახაზო ტაქტიკის ჩასახვა და განვითარება (XVII–XVIII საუკუნეები) განაპირობა [[ცეცხლსასროლი იარაღი]]ს სრულყოფამ და მასობრივმა დანერგვამ [[ჯარები|ჯარებში]]. [[სახმელეთო ჯარები]]ს | + | სახაზო ტაქტიკის ჩასახვა და განვითარება (XVII–XVIII საუკუნეები) განაპირობა [[ცეცხლსასროლი იარაღი]]ს სრულყოფამ და მასობრივმა დანერგვამ [[ჯარები|ჯარებში]]. [[სახმელეთო ჯარები]]ს სახაზო ტაქტიკის [[ამოცანა (სამხედრო)|ამოცანა]] იყო ჯარების თანაბარი განაწილება [[ფრონტი - (სასბრძოლო წყობა)|ფრონტზე]], ბრძოლისათვის ([[ბატალია (სამხედრო)|ბატალიებისათვის]]) მათი დაწყობა 2–3 ხაზად |
(3–4 მწკრივად, თითოეულში ხაზებს შორის 50–200 ნაბიჯის დისტანციის პირობებში), რათა სწრაფად ეწარმოებინათ ბრძოლა უპირატესად [[ცეცხლი (სამხედრო ტერმინი)|ცეცხლი]]თ. უპირეტესობა ენიჭებოდა ზალპურ ცეცხლს. ჯარების სახაზო წყობამ მკვეთრად აამაღლა ცეცხლსასროლი იარაღის ეფექტიანობა და [[ქვეითი ჯარი]]ს ცეცხლის როლი. ამავე დროს დაქირავებული ჯარისკაცების მოქმედებებს და მჭიდროდ შეკრულ წყობას ბრძოლის დროს ახასიათებდა მცირე მობილურობა, სწრაფი გაშლის და მანევრის შეზღუდულობა, უინიციატივობა. ბრძოლის (ბატალიებს) ბედს, ჩვეულებრივ, წყვეტდა ცეცხლი. | (3–4 მწკრივად, თითოეულში ხაზებს შორის 50–200 ნაბიჯის დისტანციის პირობებში), რათა სწრაფად ეწარმოებინათ ბრძოლა უპირატესად [[ცეცხლი (სამხედრო ტერმინი)|ცეცხლი]]თ. უპირეტესობა ენიჭებოდა ზალპურ ცეცხლს. ჯარების სახაზო წყობამ მკვეთრად აამაღლა ცეცხლსასროლი იარაღის ეფექტიანობა და [[ქვეითი ჯარი]]ს ცეცხლის როლი. ამავე დროს დაქირავებული ჯარისკაცების მოქმედებებს და მჭიდროდ შეკრულ წყობას ბრძოლის დროს ახასიათებდა მცირე მობილურობა, სწრაფი გაშლის და მანევრის შეზღუდულობა, უინიციატივობა. ბრძოლის (ბატალიებს) ბედს, ჩვეულებრივ, წყვეტდა ცეცხლი. | ||
მიმდინარე ცვლილება 22:42, 20 მარტი 2018 მდგომარეობით
სახაზო ტაქტიკა − ბრძოლის წარმოების თეორია და ტაქტიკა, რომელიც ემყარება ხაზად გამწკრივებული საბრძოლო წყობის გამოყენებას.
სახაზო ტაქტიკის ჩასახვა და განვითარება (XVII–XVIII საუკუნეები) განაპირობა ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფამ და მასობრივმა დანერგვამ ჯარებში. სახმელეთო ჯარების სახაზო ტაქტიკის ამოცანა იყო ჯარების თანაბარი განაწილება ფრონტზე, ბრძოლისათვის (ბატალიებისათვის) მათი დაწყობა 2–3 ხაზად (3–4 მწკრივად, თითოეულში ხაზებს შორის 50–200 ნაბიჯის დისტანციის პირობებში), რათა სწრაფად ეწარმოებინათ ბრძოლა უპირატესად ცეცხლით. უპირეტესობა ენიჭებოდა ზალპურ ცეცხლს. ჯარების სახაზო წყობამ მკვეთრად აამაღლა ცეცხლსასროლი იარაღის ეფექტიანობა და ქვეითი ჯარის ცეცხლის როლი. ამავე დროს დაქირავებული ჯარისკაცების მოქმედებებს და მჭიდროდ შეკრულ წყობას ბრძოლის დროს ახასიათებდა მცირე მობილურობა, სწრაფი გაშლის და მანევრის შეზღუდულობა, უინიციატივობა. ბრძოლის (ბატალიებს) ბედს, ჩვეულებრივ, წყვეტდა ცეცხლი.
სამხედრო-საზღვაო ძალების სახაზო ტაქტიკის არსი იყო საზღვაო ბრძოლის (ბატალიების) წარმოება კილვატერულ მწყობრში. მხარეების ხომალდები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ საარტილერიო გასროლის მანძილზე და პარალელურ კურსებზე მანევრირების ან ღუზაზე დგომის დროს უშენდნენ ცეცხლს მოწინააღმდეგეს.
XVIII საუკუნის დამლევს და XIX საუკუნის დამდეგს არმიის სახაზო ტაქტიკა შეცვალა უფრო სრულყოფილმა კოლონების და გაფანტული წყობის ტაქტიკამ, ხოლო საფლოტო – სამანევრო ტაქტიკამ.