დივერსია
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია: სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია: სამხედრო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:დანაშაული]] | [[კატეგორია:დანაშაული]] | ||
14:04, 21 მარტი 2018-ის ვერსია
დივერსია - (ლათინურა divercio – გადახრა, ყურადღების გადატანა)
1. სპეციალურად მომზადებული ქვედანაყოფების (ჯგუფების) ან ცალკეული პირების მოქმედებები მოწინააღმდეგის ზურგში კომუნიკაციების, კვანძების და კავშირგაბმულობის ხაზების დასანგრევად, სამხედრო-სამრეწველო და სხვა ობიექტების მწყობრიდან გამოსაყვანად, ჯარების მართვის დასარღვევად, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად, მოწინააღმდეგის ჯარებისა და მოსახლეობის მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზემოქმედების მოსახდენად;
2. სახელმწიფოს და მისი სპეცსამსახურების, აგრეთვე რადიკალური ორიენტაციის სხვადასხვა ორგანიზაციების ძირგამომთხრელი საქმიანობის ნაირსახეობა, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ძალების დესტაბილიზაციას, მათი სიცოცხლისუნარიანობის, გამძლეობის დასუსტებას.
მშვიდობიანობის დროს სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობა საერთაშორისო სამართლით დანაშაულად არის მიჩნეული.