ტენილი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია: ქართული სუფრა]] | [[კატეგორია: ქართული სუფრა]] | ||
[[კატეგორია: ქართული ყველის სახეობები]] | [[კატეგორია: ქართული ყველის სახეობები]] | ||
| + | [[კატეგორია:საკვები პროდუქტები]] | ||
14:50, 22 მარტი 2018-ის ვერსია
ტენილი - ყველი მზადდება მესხეთ-ჯავახეთის რეგიონში ცხვრის რძისგან (ივლის-აგვისტოში), ხოლო დმანისის რაიონში ძროხის რძისგან იმ პერიოდში, როდესაც რძე მაღალცხიმიანია (ლაქტაციის ბოლო პერიოდში);
ტენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ადგილობრივი წარმოების ყველისაგან, როგორც დამუშავების ტექნოლოგიით, ისე გარეგანი შესახედაობით, გემოთი, სუნით, კონცენტრაციითა და სხვა თვისებებით. იგი გამოირჩევა პიკანტური გემოთი და არომატით;
ტენილის შენახვა და მომწიფება ხდება სპეციალურ ხის ქოთნებში, გარკვეული ტექნოლოგიური პროცესების გავლის შემდეგ მიღებული ყველის მასას ამოავლებენ გამდნარ ცხიმში და ტენიან ქილაში, რომელსაც თავზე აფარებენ ტილოს და ასეთი სახით 2 დღით აწყობენ ცივად (10-11 გრადუს ცელსიუსზე). აცლიან ზედმეტ ტენს და სტერილურად ინახავენ. ჭურჭელს ხსნიან გაზაფხულზე. ყველს აქვს არაჩვეულებრივი გემო და არომატი. იგი დღემდე მხოლოდ გლეხური წესით მზადდება.
წყარო
- პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016