თეიმურაზ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თეიმურაზ II''' - (1700–62), კახეთის მეფე 1709–15 წლებში, გამგებელი 1733–44 წლ...)
 
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
+
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
[[კატეგორია:კახეთის მეფეები]]
+
[[კატეგორია:ქართლ-კახეთის მეფეები]]
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
+

16:05, 22 მარტი 2018-ის ვერსია

თეიმურაზ II - (1700–62), კახეთის მეფე 1709–15 წლებში, გამგებელი 1733–44 წლებში, ქართლის მეფე 1744–62 წლებში. მოქნილი დიპლომატიით შეძლო ქართლის და კახეთის შემომტკიცება, კახეთში თავისი ვაჟი ერეკლე II გაამეფა, თვითონ კი ქართლი დაიჭირა და ამ გზით ქართლ-კახეთის გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი.

ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ (1747) ამიერკავკასიაში დაწყებულ ომებში თეიმურაზ II და ერეკლე II მეტწილად გამარჯვებულები გამოდიოდნენ, რისი შედეგიც იყო ქართლ-კახეთის პოლიტიკური გავლენის გავრცელება განჯის, ერევნისა და ნახჭევანის სახანოებზე (დროებით).

საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ II რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო. 1760 წელს იგი დახმარების სათხოვნელად გაემგზავრა რუსეთში, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და პეტერბურგში გარდაიცვალა.

თეიმურაზ II ცნობილია, როგორც პოეტი და მთარგმნელი. მისი თხზულებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა „დღისა და ღამის გაბაასება“, ანუ „სარკე თქმულთა“, რომელშიც ავტორი გვიხატავს საქართველოს ყოფაცხოვრების ამსახველ სურათებს; მათ შორისაა ცნობები ქართული სამხედრო ორგანიზაციისა და სამხედრო ხელოვნების შესახებ, რაც თხზულებას მნიშვნელოვან სამხედრო-საისტორიო წყაროდ აქცევს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები