ჰააგის კონვენციები 1899, 1907
(→წყარო) |
|||
ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:ჰააგის კონვენციები]] | [[კატეგორია:ჰააგის კონვენციები]] | ||
[[კატეგორია:საერთშორისო კონფერენციები]] | [[კატეგორია:საერთშორისო კონფერენციები]] | ||
[[კატეგორია:კონვენციები]] | [[კატეგორია:კონვენციები]] | ||
[[კატეგორია:ჰააგის კონფერენციები]] | [[კატეგორია:ჰააგის კონფერენციები]] |
16:08, 22 მარტი 2018-ის ვერსია
ჰააგის კონვენციები 1899, 1907 - კონვენციები ომის კანონების და წეს-ჩვეულებების შესახებ. მიიღეს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციებზე.
1899 წელს 27 სახელმწიფომ მიიღო სამი კონვენცია:
- საერთაშორისო შეტაკებების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ;
- სახმელეთო ომის კანონების და წეს-ჩვეულებების შესახებ;
- საზღვაო ომისადმი ჟენევის დაჭრილებისდა სნეულების კონვენციის (1864) საწყისების გამოყენების შესახებ.
1907 წელს 44 სახელმწიფომ მიიღო 13 კონვენცია. სამი მათგანი (1, 4, 10) ავსებდა 1899 წლის კონვენციებს და ატარებდა იმავე სახელწოდებებს. დანარჩენ 10-ს ეწოდება:
2. სახელშეკრულებო-სასესხო ვალდებულებების გადახდის მიზნით ძალის გამოყენების შემთხვევების შეზღუდვის შესახებ. 3. საომარი მოქმედებების გახსნის შესახებ; 5. სახმელეთო ომში ნეიტრალური სახელმწიფოების და პირების უფლება – მოვალეობების შესახებ; 6. საომარი მოქმედებების დაწყებისას მოწინააღმდეგის სავაჭრო გემების მდგომარეობის შესახებ; 7. სავაჭრო გემების სამხედრო დანიშნულებისთვის გამოყენების შესახებ; 8. ავტომატური კონტაქტური წყალქვეშა ნაღმების დაყენების შესახებ; 9. ომის დროს საზღვაო ძალების მიერ დაბომბვის შესახებ; 11. საზღვაო ომში დაპყრობის უფლებით სარგებლობის ზოგიერთი შეზღუდვის შესახებ; 12. საერთაშორისო საპრიზო სასამართლოს შემოღების შესახებ (ძალაში არ შესულა); 13. საზღვაო ომში ნეიტრალური სახელმწიფოების უფლება-მოვალეობების შესახებ.