ფრთოსანი რაკეტა
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
− | + | [[კატეგორია:საბრძოლო მასალები]] | |
− | [[კატეგორია: | + | |
[[კატეგორია:სამხედრო ტექნიკა]] | [[კატეგორია:სამხედრო ტექნიკა]] | ||
[[კატეგორია:რაკეტები]] | [[კატეგორია:რაკეტები]] |
მიმდინარე ცვლილება 10:16, 23 მარტი 2018 მდგომარეობით
ფრთოსანი რაკეტა - მართვადი რაკეტა აეროდინამიკური მზიდი ზედაპირებით (ფრთით).
განასხვავებენ:
- სტრატეგიულ (ფრენის მანძილი 1500 კმ-ზე მეტი),
- ოპერატიულ-ტაქტიკური (150-1500 კმ),
- ტაქტიკური (150 კმ-მდე),
- ბგერამდელი
- ზებგერითი
ასევე – სახმელეთო, საზენიტო, საავიაციო, ტაკსაწინააღმდეგო, ხომალდსაწინააღმდეგო, ნავსაწინააღმდეგო, რადიოლოკაციურ-საწინააღმდეგო დასხვა ფრთოსანი რაკეტებს.
მზიდი და მართვადი ზედაპირების ურთიერთგანლაგების და ზომების მიხედვით შეიძლება ჰქონდეს თვითმფრინავის (ძველი სახელწოდება „თვითმფრინავ-ჭურვი“) ან სარაკეტო აეროდინამიკური სქემა. თვითმფრინავის სქემა, ჩვეულებრივ, გამოიყენება მცირე სიმაღლეზე, დიდ მანძილზე მფრინავ ფრთოსან რაკეტებზე.
დიდი გავრცელება პოვა ტრაექტორიის ბოლო მონაკვეთზე მართვის ინერციულმა სისტემამ ადგილმდებარეობის რელიეფის და თვითდამიზნების კორექციით. პირველ ფრთოსან რაკეტად ითვლება გერმანული ფაუ-1 (1944).
თანამედროვე სტრატეგიულ ფრთოსან რაკეტებს განეკუთვნებიან:
„ტომაგავკი“ (1981) სახმელეთო (BGM – 109G) და საზღვაო (BGM – 109A) ბაზირების, საავიციო (AGM – 86B) აშშ-ის, რუსეთის საავიაციო X-55 (1984) და სახომალდო „გრანატი“ (1987).