ჰიდროლოგიური მახასიათებლები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჰიდროლოგიური მახასიათებლები''' - წყლის გარემოს განმასხვავე...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
| − | [[ | + | [[კატეგორია:ჰიდროლოგია]] |
მიმდინარე ცვლილება 14:33, 29 მარტი 2018 მდგომარეობით
ჰიდროლოგიური მახასიათებლები - წყლის გარემოს განმასხვავებელი ნიშნები: ზედაპირული და სიღრმული დინებების მიმართულება და სიჩქარე, ტემპერატურა, წყლის მარილიანობა, ჰიდროსტატიკური წნევა, წყალში ბგერის გავრცელების სიჩქარე, ფსკერის მდგომარეობა; ასევე – ატმოსფეროს და ჰიდროსფეროს ურთიერთქმედება, წყლის ქიმიური შემადგენლობა და რადიოაქტიურობა, წყლის ელექტრონული და ოპტიკური თავისებურებები და სხვა.
ჰიდროლოგიური მახასიათებლები გამოიყენება ჰიდროაკუსტიკური დაზვერვის (თვალთვალის) საწარმოებლად.
ჰიდრომეტეოროლოგიაში ჰიდროლოგიური მახასიათებლების საფუძველზე დგება ამინდის და წყლის რეჟიმის პროგნოზი. აღნიშნული სეზონური და დღეღამური ცვლილებები გამოიყენება ჰიდროაკუსტიკური საშუალებებით წყალქვეშა ნავების ძიებისთვის.