მთავარანგელოზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 22: ხაზი 22:
 
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
 
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  
[[კატეგორია:რელიგია]]
+
[[კატეგორია:ანგელოზთა იერარქია]]
 
[[კატეგორია:ანგელოზები]]
 
[[კატეგორია:ანგელოზები]]
 +
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]

17:13, 2 აპრილი 2018-ის ვერსია

მთავარანგელოზი მიქაელი. ანდრეი რუბლიოვი.

მთავარანგელოზები - წმიდა დიონისე არეოპაგელის თქმით, მთავარანგელოზები არიან სულ 9 რანგის. ანგელოზების რიცხვი დიდია. მანვე მოგვცა ცნობა იმის შესახებ, თუ რომელ მთავარანგელოზს რა კურთხევა აქვს მიცემული ღმერთისგან:

  1. მთავარანგელოზი მიქაელი - („ვითარცა ღმერთი“ - დან. X-13, XII-I) მძლეველი ყველა მტრული ძალებისა. მფარველი ყოველგვარი უბედურებისაგან, მწუხარებისაგან და ბოროტი ცოდვებისაგან;
  2. მთავარანგელოზი გაბრიელი - („კაცი ღმრთისა“- დან.VIII-16, IX-21, ლუკა I-19.26) სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღმერთის საიდუმლოსი;
  3. მთავარანგელოზი რაფაელი - („შემწეობა ღვთისა“ - ტობ. III-16, XII-12,15) ავადმყოფების მკურნალი და გზაზე დამყენებელი;
  4. მთავარანგელოზი ურიელი -(„ცეცხლი ღვთისა“ – III ეზრა, V-16) აღმძვრელი ლოცვების სურვილისა და განმანათლებელი უცოდინართა;
  5. მთავარანგელოზი ეგუდიელი - („ქება უფლისა“ - გარდამოცემა) მიმცემი და შუამავალი ღმერთის სიკეთისა და სულიერი და ხორციელი სიწმიდის მფარველი;
  6. მთავარანგელოზი ვარახიელი („მადლი ღვთისა“ - გარდამოცემა)
  7. მთავარანგელოზი სელაფიელი - („ლოცვა ღმერთისადმი“ - ეზრა, V-16) მკურნალი ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისათვის;
  8. მთავარანგელოზი იერომიელი - („სიმაღლე ღვთისა“ – III ეზრა IV-36) ღმრთისადმი სიყვარულის გამღვიძებელი;
  9. მთავარანგელოზი ტახნილი - დამხმარე და დამცველი უბედურებისა და თავდასხმისაგან.

მთავარანგელოზთა კონდაკი

- მთავარანგელოზნო ღვთისანო, მსახურნო საღმრთოისა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღვარნო შეცდომილთანო, უმჯობესისა ჩვენცა გვიოხენით, დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერის მთავარნო.

მთავარანგელოზთა ტროპარი

- ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოსნო, გევედრებით ჩვენ, უღირსნი ესე, რათა მეოხებითა თქვენითა შემზღუდნეთ ჩვენ საფარველითა ფრთეთა თქვენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა თქვენისა მიერ დაცულნი, შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა განსაცდელთაგან გვიხსენინ ჩვენ დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები