რეზერვი (ოპერატიული დაწყობის ელემენტი)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''რეზერვი''' - (ფრანგული reserve < ლათინური reservo – ვიზოგავ, ვინახავ), ოპე...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
− |
17:31, 4 აპრილი 2018-ის ვერსია
რეზერვი - (ფრანგული reserve < ლათინური reservo – ვიზოგავ, ვინახავ), ოპერატიული დაწყობის (საბრძოლო წყობის) ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ოპერაციის (ბრძოლის) დროს უეცრად წარმოშობილი ამოცანების გადასაწყვეტად.
საერთო-საჯარისო გაერთიანებებში, შენაერთებსა და ნაწილებში, ჩვეულებრივ, იქმნება საერთო-საჯარისო, ტანკსაწინააღმდეგო და სპეციალური ჯარების რეზერვი., ხოლო თავდაცვაში – დესანტსაწინააღმდეგო რეზერვი დანიშნულების და გამოყენების მასშტაბის მიხედვით რეზერვები არის ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული.
სარჩევი |
ოპერატიული რზერვი
სხვადასხვა გვარეობის ჯარებისა და სპეციალური ჯარების შენაერთები და ნაწილები, რომლებიც დაჯგუფებების (არმიების ჯგუფის), არმიის სარდლობის (არმიის კორპუსის მეთაურის) უშუალო დაქვემდებარებაში არიან; ოპერატიული დაწყობის ელემენტი.
სტრატეგიული რეზერვი
შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობის, ჯარების გვარეობის, სპეციალური ჯარებისა და ლოგისტიკის სარეზერვო დაჯგუფებები, ცალკეული გაერთიანებები, შენაერთები და ნაწილები, რომლებიც უმაღლესი სარდლობის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებიან; სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და მატერიალური საშუალებების მარაგი არსენალებში, ბაზებსა და ცენტრალური დაქვემდებარების საწყობებში.
ტაქტიკური რეზერვი
შენაერთის, ნაწილის, ქვედანაყოფის მეთაურის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ნაწილები (ქვედანაყოფები); საბრძოლო წყობის ელემენტი