ჟენევის შეთანხმებები ინდოჩინეთის შესახებ 1954
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ჟენევის შეთანხმებები]] | [[კატეგორია:ჟენევის შეთანხმებები]] | ||
[[კატეგორია:საერთაშორისო შეთანხმებები]] | [[კატეგორია:საერთაშორისო შეთანხმებები]] | ||
− | [[ | + | [[კატეგორია:ინდოჩინეთის ომები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:00, 10 აპრილი 2018 მდგომარეობით
ჟენევის შეთანხმებები ინდოჩინეთის შესახებ 1954 - მიღებულია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, სსრ კავშირის და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე (1954 წლის 26 აპრილი – 21 ივლისი) ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის, კამბოჯის, ლაოსისა და სამხრეთ ვიეტნამის დელეგაციების მონაწილეობით. ამ შეთანხმებით უნდა დამთავრებულიყო რვაწლიანი ომი ინდოჩინეთში;
ვიეტნამში განისაზღვრა მე-17 პარალელისაგან ოდნავ სამხრეთით დროებითი სადემარკაციო ხაზი და მისგან მეომარი მხარეების ჯარების გაყვანის ვადები; ლაოსიდან და კამბოჯიდან უნდა გასულიყვნენ საფრანგეთის ჯარები და ვიეტნამელი მოხალისეები, ხოლო პატეტ-ლაოს (გაერთიანება) წინააღმდეგობის შეიარაღებული ძალები გადადიოდნენ ლაოსის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
იკრძალებოდა: სამხედრო ბაზების შექმნა ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯის ტერიტორიაზე, ხოლო ამ ქვეყნებს თავის, მხრივ, აეკრძალათ სამხედრო კავშირებში შესვლა.