ძირა
15:22, 11 აპრილი 2018-ის ვერსია
ძირა, ძირაკი – (Cuminum cyminum); ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელი. ძირა ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრეცელებული ბალახოვანი მცენარეა. მის გამხმარ და დაფქულ თესლს ჯერ კიდევ ახალ წელთაღრიცხვამდე თითქმის მეორე ათასწლეულში და უფრო ადრე სირიელები, ეგვიპტელები და ებრაელები სამზარეულო საქმეში ფართოდ იყენებდნენ ხორცეული კერძების სანელებლად. ძირა შეიცავს იშვიათ ეთერზეთს, რაც განაპირობებს ამ მცენარის განუმეორებელ გემოს და მიმზიდველ სურნელებას. ეს იშვიათი თვისებები განსაზღვრავენ ძირას ხმარებისადმი აღმოსავლეთ სამყაროს ხალხების განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას.
წმინდა მიწაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ მომლოცველებისათვის საყოველთაოდაა ცნობილი პარკოსანი მცენარეების – ლობიოს, ცერცვის და მუხუდოსაგან მომზადებული ეგზოტიკური სამარხვო ულუფა ფელოფელი, რომლის ერთ-ერთ წამყვან სანელებელს სწორედ ძირა წარმოადგენს. ძირა პოპულარული სანელებელია ქართულ ეროვნულ სამზარეულოშიც. მის გარეშე წარმოუდგენელია ხინკლისა და შილაფლავის მომზადება.